30 იანვარი, 2018
ქართველმა ექიმმა პაციენტის ფეისბუქ-პოსტის ნახვის შემდეგ მას ძვირადღირებული გამოკვლევები დაუფინანსა - ამბავი, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს
ამბავს ქართველი ექიმის შესახებ, რომელმაც საკუთარი პაციენტის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქიდან" შეიტყო და მისი ძვირადღირებული გამოკვლევები დააფინანსა, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს. პაციენტი ნინო ჭიღიტაშვილია, ექიმი კი ონკოლოგი, მამოლოგი კახაბერ ბარამიძე. ეს ამბავი "ფეისბუქზე" თავად ჭიღიტაშვილმა გამოაქვეყნა.

"ექიმი ონკოქირურგი, რომელმაც შემთხვევით წაიკითხა პაციენტის სტატუსი და საკუთარი სახსრებით დააფინანსა მისი საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები!

ეს ბატონი კახაბერ ბარამიძეა! უძლიერესი ექიმი, უძლიერესი პიროვნება და უძლიერესი ადამიანი,ონკოლოგი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ის ექიმია, რომელმაც
დაავადების უკვე შორეულ, ღრმა სტადიაში მყოფს მომკიდა ხელი და ფეხზეც დამაყენა. ეს იყო პირველი სასწაული ჩემს ცხოვრებაში, დღეს კი მეორე სასწაული მოხდა: ბატონმა კახამ სრულიად შემთხვევით წაიკითხა ჩემი სტატუსი, სადაც ვწერდი, რომ ვერ ვახერხებდი უსახსრობის გამო გამოკვლევების ჩატარებას და კლინიკაში მისულს საკუთარი სახსრებით გამიკეთა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია ამ მზაკვარი დაავადების დინამიკის საკონტროლებლად. შოკში ვარ, მაგრამ სასიოამოვნო შოკში. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი ექიმები რომ არსებობენ, სწორედ, ასეთი ექიმები სჭირდება საქართველოს, სწორედ ასეთი ექიმები გვჭირდება ჩვენ-საქართველოს ხალხს, სწორედ ასეთი ექიმები ქმნიან ეპოქებს!
წარმატებები ბატონ კახას! კიდევ ბევრი პაციენტი გაეხარებინოს თავისი უბადლო პროფესიონალიზმით და ღრმა ჰუმანიზმით!" - წერს ნინო ჭიღიტაშვილი.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS