გოგონა გამოტყდა, რომ ტკივილს გამუდმებით გრძნობს, მაგრამ საკუთარი უნიკალურობით ამაყობს.
ჯორჯიას მდგომარეობა იმდენად იშვიათია, რომ ოფიციალური დიაგნოზიც ვერ დაუსვეს, რადგან გოგონა ჩვეულებრივი ჯუჯა არ არის - ის ბევრ მათგანზე გაცილებით დაბალია და მისი სიმაღლე 80 სმ-ზე ნაკლებია.

"თუმცა, ჯორჯიას არა სიდაბლის პრობლემა, არამედ რეგულარული ტკივილები აწუხებს, რასაც ვერანაირი წამალი ვერ უმკლავდება", - წერს "Mirror"-ი.
"ტკივილს გაღვიძებისთანავე ვგრძნობ და
მიუხედავად ყველაფრისა, ჯორჯიას ნახვისას რთული დასაჯერებელია, რომ ის განსაცდელშია - გოგონა გამუდმებით იღიმის. ის სიცილით იხსენებს, თუ რა სირთულეებს აწყდება ტანსაცმლის შერჩევისას და ამტკიცებს, რომ მისი განსაკუთრებულობის გამო, სულაც არ განიცდის.

"მომწონს, რომ ასეთი უნიკალური ვარ. უკვე თავადაც არ მსურს, ვიყო სხვების მსგავსი", - განმარტავს გოგონა.
მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. სკოლაში გოგონა თანატოლების მხრიდან უსიამოვნებებს გამუდმებით აწყდებოდა და მისი განსაკუთრებულობის გამო ძალიან განიცდიდა. გარდა ამისა, პირველი 10 წლის მანძილზე ჯორჯია იძულებული იყო რეგულარულად საავადმყოფოში წოლილიყო, 13 წლის ასაკში კი გოგონამ სიარული ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ახლა ჯორჯია სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და ის, რაც ნამდვილად აწუხებს, გამუდმებული ტკივილებია.

"რაღაც მომენტში მივხვდი: რაც არ უნდა გავაკეთო, ადამიანები მაინც განმსჯიან. ე.ი. ამან ჩემი მიზნების გზაზე ხელი არ უნდა შემიშალოს", - დაადასტურა ჯორჯიამ.

ანა გარელი