დაშავებულთა შორის მოხვდა ჟურნალისტი გიორგი საკარული, რომელიც ახლა კლინიკაში შემოწმებას გადის. "რეიტინგი" ჟურნალისტს დაუკავშირდა: "მეტროს ვაგონიდან როგორც კი გამოვედი, ჭერი ჩამოინგრა და თავში დამეცა. უცებ ატყდა ჩოჩქოლი, წავიქეცი, ერთი ამბავი იყო. ახლა კლინიკაში ვარ, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმომიყვანა და გამოკვლევებს ვიტარებ", - განაცხადა ჟურნალისტმა.