30 იანვარი, 2018
რას გვიმზადებს 31 იანვრის მთვარის სრული დაბნელება - უიშვიათესი მოვლენა, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ მეორდება
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მთვარის სრული დაბნელების შესახებ წერს, რომელიც 31 იანვარს მოხდება:

"31 იანვარს ლომის 12-ე გრადუსზე, ამ წლის პირველი მთვარის დაბნელება გვექნება. ეს იქნება სრული დაბნელება (არსებობს ნაწილობრივი, რკალისებრიც. ) თუმცა საქართველოს ტერიტორიიდან მის დანახვას მაინც ვერ შევძლებთ-სრული დაბნელება თბილისის დროით ის 16:51-ზე დაიწყება და 18:07-ზე უკვე დასრულებული იქნება.

რასაც ჩვენ დავინახავთ ის იქნება ნაწილობრივი დაბნელება და ეს შესაძლებელი იქნება 18:19 დან-19:11-მდე. ოღონდ არ გირჩევთ, რომ ასეთი დაკვირვებები აწარმოოთ,
არც მთვარის და არც მზის დაბნელებისას. დაბნელება ძლიერი ნეგატივის მატარებელია და შესაძლოა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს...

ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბნელება მხოლოდ ნაწილობრივი იქნება, ნიშნავს, რომ მკაფიოდ გამოხატული ზეგავლენა ამ კონკრეტულ დაბნელებას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებლებისათვის, არ ექნება. მაგრამ მაინც, ვის შეეხება ეს?

შედარებით მსუბუქი ზეგავლენა ექნება იმ ადამიანებზე, ვინც დაბნელებების პერიოდში არიან დაბადებული, კიდევ უფრო მსუბუქი მათზე - ვისაც მზე, პირადი პლანეტები, ან ASC/ DSC /MC/ IC ჰყავთ კუროს, ლომის, მორიელის ანდა მერწყულის 7 დან 17 გრადუსამდე.

ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ მთვარის დაბნელებებს სერიოზული მოვლენები რიგითი ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად მოაქვს, და უფრო გუნება-განწყობაზე აისახება ხოლმე. უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდებათ მათ, ვინც ხელისუფლების სათავეშია, პარტიული, ან საზოგადოებრივი ლიდერია, პოპულარულობით სარგებლობს. და ვინაიდან დაბნელება ლომი-მერწყულის ღერძზე ხდება, წინ გამოკვეთილი იქნება კოლექტივისა და პირადი ეგოს დაპირისპირება, ასევე შვილებთან დაკავშირებული საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარის დაბნელებებს წელიწადში რამოდენიმეჯერ აქვს ხოლმე ადგილი, 31 იანვრის ეკლიპსი მაინც ძალზე იშვიათი მოვლენა იქნება, გარდა იმისა, რომ მოხდება მთვარის სრული დაბვნელება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მომენტისათვის მთვარე თავის პერიგრნში ანუ ორბიტის დედამიწიდან დაშორებულ ყველაზე ახლო წერტილში იქნება, და პლიუს ამას კიდევ ისიც ემატება, რომ ეს ე.წ. ''ცისფერი მთვარის '' დროს ხდება. სამი ასეთი დამთხვვა უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენს.

ცისფერი მთვარე ვახსენე და ალბათ გაგიჩნდათ ცნობისმოყვარეობა, თუ რის გამო შეიძლება ეწოდოს მთვარეს ცისფერი. არა, ის არ ღებულობს არც ცისფერ არც მოლურჯო ფერს. წელიწადში, მოგეხსენებათ, 12 თვეა, თითო თვეში თითო სავსემთვარეობა უწევს. ანუ ჯამში წლის ბოლოს 12 სავსე მთვარე გვაქვს ხოლმე გამოვლილი. თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება, არის წლები, როდესაც თვეზე შეიძლება ერთის ნაცვლად ორი სავსემთვარეობა მოუწიოს, ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენი ღამის მნათობი ძალზე სწრაფად მოძრაობს და პერიოდულად თვეში უფრო მეტ ''მთვარის დღეებს'' გადის. ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება ხოლმე, დაახლოებით 3 წელიწადში ერთხელ, ან კიდევ უფრო იშვიათად. აი, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე - '' როდის და - როდინობის კვირაშიო". ინგლისელებს თავიანთი მსგავსი გამოთქმა აქვთ იშვიათი მოვლენების გადმოსაცემად - ''Once in a Blue Moon''. სწორედ ამ გამოთქმიდან მოდის ასეთი იშვიათი, თვეში მე-2 სავსემთვარეობის სახელწოდება -'' ცისფერი მთვარე''. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, ამას მთვარის ფერთან არაფერი საერთო არა აქვს.


პირიქით -დაბნელებების დროს მთვარეს მეწამული ფერი გადაჰკრავს ხოლმე, ამის გამო მას ზოგჯერ სისხლიან მთვარესაც უწოდებენ. უნდა ითქვას, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. ანალოგიურ სიწითლეს ჩვენ ყოველდღიურად, დღეში ორჯერაც კი შეგვიძლია დავაკვირდეთ მზის ჩასვლის და ამოსვლის დროს. მაგრამ ვინაიდან მთვარის შემთხვევაში ეს უკიდურესად იშვიათი მოვლენაა, დაბნელებების შიში უძველესი დროიდან მოჰყვება ადამიანს. მისთვის აუხსნელ ბუნების ამ ფენომენს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა ისიც, რომ დაბნელებეს არც თუ ისე იშვიათად ემთხვეოდა ხოლმე არცთუ სასიამოვნო მოვლენები - ზოგჯერ ეს იყო მეფის ან ადგილობრივი მთავრის გარდაცვალება, ზოგჯერ ომის ან შიმშილობის დასაწყისი. აშურბანიფალის თიხის ფირფიტების ბიბლიოთეკაში არქეოლოგებმა მიაკვლიეს მეტად საინტერესო ჩანაწერს ნინევიის მეფის გარდაცვალების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, რაც სწორედ მთვარის დაბნელასთან დაკავშირებული გამოთვლებით იყო გაკეთებული და სხვათაშორის ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ხელისუფალი ზუსტად იმ თარიღზე გარდაცვლილა...

ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ხალხმა შეიტყო, რომ დაბნელებას ღმერთების რისხვა არ იწვევს და ეს უბრალოდ ბუნების კანონზომიერი მოვლენაა. თუმცა დამთხვევები მაინც გრძელდება - ზოგჯერ უსიამოვნო, ზოგჯერ კი ფრიად სახიხარულოც კი. ეს უკანასკნელი იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ესეც ავღნიშნოთ...


განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS