26 იანვარი, 2018
7 საშინელი შეცდომა, რაც თქვენს სხეულს დროზე ადრე დააბერებს - ეს არ გააკეთოთ
ძლიერი ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობისა და კარგი თვითშეგრძნების შესანარჩუნებლად განთავისუფლდით შემდეგი ჩვევებისგან:

1. საკუთარი თავისთვის დროის არ ქონა
Rating













ერთფეროვნება ვნებს, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე ემოციურს. სახლსა და შვილებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არც პირადი განვითარება უნდა დაივიწყოთ. დედა, რომელიც საკუთარ ოცნებებს მიჰყვება - საუკეთესო მაგალითია ნებისმიერი ბავშვისთვის.

თუ ერთ ადგილას გაჩერდებით, ეს ნაადრევად დაბერების გარანტია, რადგან სტრესის ჰორმონის გამომუშავებას იწვევს.

2. ფიზიკური ვარჯიშის უარყოფა
Rating












აუცილებელი სულაც არ არის ოლიმპიური სპორტსმენივით ივარჯიშოთ. თუმცა, ინტენსიური მოძრაობები სხეულისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძალასა და
ჯანმრთელობას მოგცემთ. ვარჯიში კარგ სიბერეს გპირდებათ, ასევე აძლიერებს ძვლებს. თუ სპორტით არ დაკავდებით, სიბერეში ბევრს იავადმყოფებთ.

3. სტრესთან ბრძოლის მავნე ჩვევები
Rating










მავნე ჩვევები ორგანიზმს აბერებს. ხანდახან ჭიქა ღვინის დალევაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ეს ჩვევაში გადავიდა, მაშინ ისევე ვნებს ჯანმრთელობას, როგორც მოწევა.
თავდაპირველად ეფექტი შინაგანი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კანზე და სიბერის სხვა სიმპტომებზეც აისახება.

4. ზედმეტი მზის აბაზანები

მზე კანის ყველაზე სასტიკი მტერია. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ გარუჯვის დროს. ნაადრევად დაბერების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი.

5. უარყოფითი განწყობა

უარყოფითი განწყობა ზიანს აყენებს მის მატარებელს. თუ გამუდმებით უკმაყოფილებას გამოთქვამთ და წუწუნებთ, უბედური ცხოვრება გექნებათ. გაღიზიანება და ბრაზი ორგანიზმს ფიტავს, რაც სრულიად ნორმალურია.
განთავისუფლდით უარყოფითი განწყობისგან, თუ საჭიროა, ჩაეწერეთ თერაპიაზე და არ დაგავიწყდეთ: თქვენი ემოციური მდგომარეობა თქვენს ხელთაა.

6. ზედმეტი ძილი

ზედმეტი ძილი დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომია. ორგანიზმს აღსადგენად დღეში 7-9 საათი ჰყოფნის. 7 სთ-ზე ნაკლები ძილი საზიანოა, რადგან სხეული დასვენებას ვერ ასწრებს. თუმცა, არც ზომაზე მეტი ძილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ეს გულის უკმარისობის, დიაბეტისა და სიმსუქნის რისკს ზრდის.

7. ცუდი კვება

ტყუილად არ ამბობენ, რომ: "შენ ის ხარ, რასაც ჭამ". რამდენად ხშირად მიირთმევთ ახალ ბოსტნეულს, სვამთ სუფთა წყალს და საერთოდ უვლით სხეულს? რა თქმა უნდა, ჩიფსებზე უარის თქმა რთულია, მაგრამ ასეთი პროდუქტი ორგანიზმს მხოლოდ ზიანს აყენებს.

არასწორი კვება ქოლესტერინის დონეს ზრდის, ჰიპერტენზიას იწვევს და არღვევს ნივთიერებათა ცვლას. საბედნიეროდ, ჯანსაღი კვება მოდაში შემოდის. მიირთვით მეტი მწვანილი და გაოცდებით, რამდენად კარგად იგრძნობთ თავს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS