26 იანვარი, 2018
ნანიკოს ბლოგი: ცხოვრება ნარკომანის გვერდით და ნარკოპოლიტიკის ლაბირინთები - ეს უკვე ომია
მე ვიცი რა არის ცხოვრება ნარკომანის გვერდით, ვიცი რა შეუძლია ნარკომანმა გააკეთოს წამლისთვის და რა არ გააკეთოს ოჯახისთვის და შვილისთვის. ვიცი რა არის ამ პრობლემასთან ომის გამოცხადება.

დაუღალავი ბრძოლა. ბრძოლა სიტყვით, კანონით, „ლოიალური მიდგომით“ , თამაშით. ბრძოლა ბოლო წამამდე, სანამ ძალაგამოცლილი არ დაეცემი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ დაცემულს ისევ ის გადაგივლის, ვისაც ეომებოდი თვეები და წლები.

მე ვიცი რა არის დანაშაულის გრძნობა, როცა დამარცხებული საკუთარ თავს ადანაშაულებ - რაღაც სწორად
ვერ გააკეთე. სწორი პოზიცია ვერ დაიკავე და „მტერმაც“ სწორედ ამით ისარგებლა. მერე დამარცხებული „ომის ველს“ ტოვებ. ჩუმდები.

ამ სენთან ბრძოლაში, მე ერთ-ერთი რიგითი ქალი ვარ. ომში დამარცხებული, გულნატკენი, დამცირებული და ცხოვრებადაკარგული... მე ვცდილობდი გადამერჩინა სხვა, მაგრამ შედეგად დანგრეული ოჯახი მივიღე.

რატომ ვწერ დღეს?- ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არც სწორი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესი და არც სამართალია.

ამის თქმის მიზეზი მარტივია: ჩვენ უკვე მრავალჯერ გავასამართლეთ მომხმარებლები, მრავალჯერ მოვისმინეთ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა პირების დასაკავებლად (იმედია გამსაღებლები იგულისხმება), მაგრამ სამწუხაროდ თითებზე ჩამოსათვლელია ინფორმაცია, რომ გამოძიებამ საქმე ბოლომდე მიიყვანა.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS