26 იანვარი, 2018
გაიცანით წყვილი, რომელმაც ქალაქი სოფელზე გაცვალა და ულამაზესი ბაღი გააშენა
ეს ულამაზესი ბაღი ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში ქალბატონმა ნანა ქიტესაშვილმა გააშენა. უკვე ხუთი წელია, ქალბატონი ნანა მეუღლესთან ერთად დაუღალავად შრომობს. ცოლ-ქმარი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ ადვილი არ იყო ბაღის მისახედად ქალაქიდან სოფელში წამდაუწუმ სირბილი. ჰოდა, გადაწყვიტეს, დროის უმეტესი ნაწილი სოფელში გაეტარებინათ. ქალბატონი ნანას ბაღი პატარა სამოთხეს ჰგავს. რას არ შეხვდებით აქ: დეკორატიულ ნაძვებს, დეკორატიულ ანწლს, უგემრიელეს კენკროვან მცენარეებს, უთვალავ, იშვიათი სახეობის ყვავილს, ხეხილს, ბოსტნეულს. ასეთი სამოთხის შექმნა იოლი როდი იყო.

- ბავშვობიდან მიყვარს ყვავილები, ხეხილი, ბუნება.
უკვე ხუთი წელია, აქ ვცხოვრობთ. მანამდე იშვიათად ჩამოვდიოდით სოფელში. როცა აქ ვიყავი, სიამოვნებას მანიჭებდა მიწასთან ურთიერთობა. ბაღის გაშენება მარტივი საქმე არ არის. რადგან აქ არ ვცხოვრობდით, ძალიან გვიჭირდა ყურადღების მიქცევა. ხუთი წლის წინ, როცა ბაღის გაშენება დავიწყეთ, პირველ რიგში, ნიადაგი გამოვასწორეთ. შემოვიტანეთ სილა, ნაკელი და მიწასთან ერთად ავურიეთ. შემდეგ გადავბარეთ. მთელ ეზოში სარეველა იყო მოდებული. კლერტის მოსპობა ურთულესი იყო. თავიდან ყველა მცენარე მინდოდა, მაგრამ როცა ყვავილს ვრგავდი, ზოგი მრავლდებოდა, ზოგი კი ფუჭდებოდა.


- მცენარეებს რაიმე კრიტერიუმების მიხედვით არჩევდით?
- ვცდილობდი, იშვიათი სახეობის მცენარეები ჩამერგო, ამიტომ თანხასაც შესაბამისად ბევრს ვხარჯავდი. საბედნიეროდ, ოჯახიც ხელს მიწყობს. ხშირად ვმოგზაურობდი, დავდიოდი უცხო ქვეყნებში, იმდენი ყვავილი მომქონდა იქიდან, რომ ლამის კბილებითაც ყვავილების პარკები მეჭირა. მე აღარ დავდივარ სამოგზაუროდ, თუმცა, ახლა ჩემს შვილებს ჩამოაქვთ საჩუქრად. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS