წყაროების ცნობით, ორი შვილის ახალგაზრდა დედას გაგიჟებით შეუყვარდა ქმრის საუკეთესო მეგობარი და მისი მოხიბვლა გადაწყვიტა. მან ქმრისთვის მთელი ლეგენდა მოიგონა - თითქოს მას გასათხოვარი ობოლი დაქალი ჰყავდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მას. ქმრის მეგობრის ნომრის გაგების შემდეგ, მან ახალ საყვარელთან მიმოწერა დაიწყო და საიდუმლოდ რომანი გააჩაღა - შეყვარებულები
პირველ ქმარს რომ გაქცეოდა, გოგონამ მას უთხრა, რომ თითქოს დეიდა ავად გაუხდა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოენახულებინა. საქმეზე ის სილამაზის სალონში გაეშურა, სადაც გარეგნობა შეიცვალა - ცისფერი ლინზები გაიკეთა, ტუჩები გაიდიდა და ქორწილში წავიდა. ქორწილზე, რა თქმა უნდა, ქალის ქმარიც იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო მეგობართან ქორწინების მისალოცად მივიდა.
ნამდვილი გოგონასა და მისი გამოგონილი დაქალის მსგავსება ქორწილზე ბევრმა შენიშნა, მაგრამ ამას არავითარი ეჭვი არ გამოუწვევია. თუმცა, ტყუილი მეორე დღეს მატყუარა ქალის დის წყალობით გამჟღავნდა და გოგონა სახლში დააბრუნეს.
გოგონას საქციელის მოტივი უცნობია, ზოგიერთები ამას საყვარელი მამაკაცის მიღების ეგოისტურ სურვილს მიაწერენ, სხვები კი პიროვნების გაორებას. არიან ისეთებიც, ვისაც ეჭვი არ ეპარება, რომ საქმე გოგონას გულწრფელ გრძნობებშია.
ამ თემის განსახილველად ინგუშეთში მასობრივი შეკრება გაიმართა, რომლის წევრებმაც პასუხისმგებლობა გოგონას ქმარს დააკისრეს. არ გამორიცხავენ, რომ ქალს შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს.
ანა გარელი