22 იანვარი, 2018
როგორ დაისჯება მოძალადე ქმარი
საქართველოში ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლი უამრავი ქალი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ცოლზე ქმარი ძალადობს. როგორ დაისჯება მოძალადე ქმარი ამის შესახებ, დეკანოზი ერმოლაოსი გვესაუბრა:

- ცოლი და ქმარი ღვთისგან არის შექმნილი ერთ არსებათ, როცა ჯვრისწერის საიდუმლოება სრულდება ეკლესიაში, ამ შემთხვევაში ცოლი და ქმარი ხდება არა ორი არამედ ერთი არსება, ანუ ერთმანეთისთვის არის ერთხორცი, ერთძვალი და ერთსისხლი. მხოლოდ სულები აქვთ სხვადასხვა. ეპისტოლეშიც ასე წერია, რომ ღმერთმა ვინც შეაუღლა, კაცმა ნუ განაშოროსო. ხოლო როცა მამაკაცი ძალადობს დედაკაცზე ოჯახში
ეს არის არაქრისტიანული და ამორალური საქციელი.

ვითარცა ქრისტე არს თავ ეკლესიისაო ასევეა მამაკაცი, თავ არს დედაკაცისა მაგრამ, თავი სხეულის გარეშე შეუძლებელია და ასევე უსიცოცხლოა სხეული თავის გარეშე. ზუსტად ეს არსება და ერთობა თუ არ შენარჩუნდა მაშინ მამაკაცი დედაკაცის გარეშეც ნახევარია და ასევეა დედაკაცი მამაკაცის გარეშე. თავმა რომ დაიწყოს სხეულის დასჯა და ძალადობა, იგივეა მამაკაცმა იძალადოს ცოლზე, რომელიც პატივს არ სცემს იმ საიდუმლოებას, რომელიც ღმერთმა დააწესა და არ სცემს თავის სისხლს და ხორცს პატივს, ჩემი აზრით, ღვთისგან ის დაისჯება როგორც მძიმე ცოდვის ჩამდენი.

ადამიანს შეუძლია მხოლოდ 3 შემთხვევაში აიღოს მახვილი ხელში. როცა რაიმე ემუქრება ქვეყანას, როცა ეკლესიას ემუქრება საშიშროება ანუ იგივე რწმენას და სიწმინდეს და როცა ოჯახს ემუქრება საშიშროება.


ანუკა მგელაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS