16 იანვარი, 2018
რა გავლენას ახდენს რეგულარული სექსი ჯანმრთელობასა და ურთიერთობაზე: ექსპერტების პასუხი
30 Day Sex Challenge (ყოველდღიური სექსის 30 დღე) - ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებული "გამოცდაა", რომელსაც აშშ-სა და ევროპის წყვილები ცდიან. მისი მიზანი ურთიერთობაში ვნების ცეცხლის კვლავ დანთებაა.

მონაწილეები გამოტყდნენ, რომ 30-დღიანი სექს-მარათონი მათთვის მარტივი არ გამოდგა და ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მისი გაგრძელების სურვილი არავის ჰქონდა. თუმცა, ყველამ აღნიშნა, რომ წყვილის ურთიერთობა უფრო თბილი და ღრმა გახდა, ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა.
შეიძლება გამოვყოთ ყოველდღიური სექსის ორი მთავარი შედეგი:

1. დაკავდეთ სექსით ყოველდღე მხოლოდ საწოლში - მოსაწყენია. ამიტომ, რაც უფრო
ხშირად დაკავდებით სექსით, ფანტაზიის უნარიც მეტად მრავალფეროვანი გახდება და მათ განხორციელებას დაიწყებთ. სიახლის ეფექტი სექსუალურ სურვილს ასტიმულირებს. ასე თქვენს სექსუალურ ცხოვებას, უფრო მრავალფეროვანს გახდით.

2. ქალი უფრო თავდაჯერებული ხდება, თუ სექსით ხშირად კავდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალებს ხშირად აკომპლექსებთ საკუთარი გარეგნობა და სხეულის ფორმები. ინტიმი კი, სწორედ ის ზონაა, სადაც შეგიძლიათ მოდუნდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ამ დროს იზრდება თვითშეფასება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რეგულარული ინტიმუნი ურთიერთობა:

1. გულის შეტევის რისკს 50%-ით ამცირებს;

2. ამაღლებს იმუნიტეტს;

3. შეუძლია ფიტნეს-ვარჯიშების ალტერნატივა გახდეს, გავლენას ახდენს ჭარბ წონასა და კუნთების მდგომარეობაზე;

4. სხვადასხვა სახის ტკივილის შეგრძნებას ამცირებს;

5. მამაკაცებში ამცირებს პროსტატას კიბოს რისკს;

6. აუმჯობესებს ძილის ხარისხს, დამამშვიდებელი ჰორმონის, აქსიტოცინის გამოყოფის ხარჯზე.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS