12 იანვარი, 2018
რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ჭკვიანი ბავშვები და ვინ იღებს ყველაზე ხშირად ცუდ ნიშნებს
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოერკვიათ, რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ჭკვიანი ბავშვები ყველაზე ხშირად სექტემბერში იბადებიან.

მეცნიერების აზრით, რაც უფრო მეტი ხნისაა მოსწავლე სწავლის დასაწყისში, მით მაღალ ნიშნებს იღებს, რაც მომავალში სასიკეთოდ მოქმედებს მის ცხოვრებაზე.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად ცუდ ნიშნებს აგვისტოში დაბადებული ბავშვები იღებენ.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკში მიდის ბავშვი სკოლაში. დიდი სხვაობაა სექტემბერში და აგვისტოში დაბადებულ ბავშვებს შორის მიღებულ ნიშნებში. პირველ წლებში ეს განსხვავება თითქმის არ
იგრძნობა, მაგრამ თანდათან ის უფრო შესამჩნევი ხდება.

გამოკვლევა ფლორიდის შტატში ჩატარდა, შეისწავლეს 1994 -2000 წლებში დაბადებული მილიონამდე მოსწავლე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რეიტინგული ფოტო