09 იანვარი, 2018
"თქვენ რომ ბედნიერად და მშვიდად იყოთ, მე უნდა ვეგდო აქ და ვაცხო ხაჭაპურები" - ქართველი დიასახლისის ცხოვრების უცხო მხარეები
"თქვენ რომ ბედნიერად და მშვიდად იყოთ, მე უნდა ვეგდო აქანა, და ვაცხო ხაჭაპურები კუხნაში, აბა ისე უკუღმა გამოდის - მე რომ ბედნიერი ვიყო, შენ უნდა იყო გადავარდნილი სახლიდან..." - ეს იყო ძირითადი არსი მონოლოგისა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ეპიზოდში გაისმა და კვლავაც ერთ-ერთ აქტუალურ და მწვავე საკითხს შეეხო. აქვს თუ არა ქალს საქართველოში პირადი ცხოვრება ან პირადი ცხოვრების უფლება, როცა ჰყავს შვილები და როდესაც ქმარი აღარ ჰყავს?

მონოლოგის ამსახველ ვიდეოს, რომლის მოსმენა თქვენც შეგიძლიათ,
დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა სერიალის ფეისბუქ-გვერდზე და ძირითადი უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ნუნუკა ქართველი დიასახლისების კრებითი სახეა და მისი მონოლოგიც მათი მონოლოგია:

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:


"ქართველი ქალების 90% ამ იდეოლოგიით იზრდება, სამწუხაროდ... და ძალიან ბევრი ბაქარი ცხოვრობს ამ ქვეყანაში..."

"ნუ დაჩაგრავთ ნუნუკას სტანდარტული ქართველი ოჯახის ქალივით, ფილმიდან მაინც გაითავისონ - დედა, ბებია, დეიდა, მამიდა - ამ წოდებების იქით ქალია პირველ რიგში, რომელსაც უბრალოდ სითბო და ყურადღება სჭირდება".

"ქართველი ქალია და წერტილი, ტყუილად კი არ უთხრა სატრფოს, სად გაიზარდეო. ეს კარგიცაა და ალბათ ცუდიც, მაგრამ ასე გვესმის ქართველებს - ოჯახი, შვილები ყველაფერზე მაღლა, მათ შორის საკუთარ თავზეც".

"ნანუკას ბრალიცაა, ბაქარი რომ მასეთი მენტალიტეტით გაზარდა, თორემ ნორმალური ადამიანი დედამისს არ მოსთხოვს, არავინ გყავდესო. ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ დედაც ადამიანია და ენდომება, რომ ბედნიერი იყოს და თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. რაღაც მომენტში ნანუკაც ეთანხმება ბაქარს, რომ არიქა, არ მეკადრებაო, მაგრამ თან მოსწონს ფროდი და მაგან მაინც თავისი გავლენა იქონია. თვითონაც ერთ ამბავში იყო, ბაქარს ცოლი რომ მოჰყავდა და მიიღო იგივე".

"მამამისი რომ თინეიჯერი გოგოსავით გაიპარა, მაშინ რატომ არ იყვირა, ამ ვითომკაცმა? ოჯახის სიწმინდე მამის საყვარლებით არ იბღალება?"

"საკუთარ თვალში დირეს ვერ ვამჩნევთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვსაც კი შევამჩნევთ."
ბაქარამ რომ ბორდელიდან მეიყვანა ცოლი, ეგ არაფერია, მაგრამ მამამისი მისი ფულით მეზობლის ქალთან ერთად რომ გეიქცა და დედამისი ვიღაცას უყვარს, ეგ თურმე სირცხვილია. საინტერესოა რამდენია ასეთი საქართველოში?"

"რეალური ცხოვრება ქმარს გაშორებული ქალის".

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტოტო
ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმათ ვისაც ქართველი ქალი ხაჭაპურის მცხობელად ყავს წარმოდგენილი. ნორმალურ ოჯახებში დღეს , გუშინაც და გუშინწინაც ქალი და კაცი ინაწილებდა და ინაწილებს საოჯახო საქმეს. სად პოულობთ ამ გოიმურ სიუჟეტებს გაუგებარია.მე მგონი გსიამოვნებთ...
16:14 / 09-01-2018
გამოხმაურება / 0 /
რეალობა ნამდვილად ცუდია
ისეთი დრო დადგა როცა ვიგაც ქალის გამო კაცი სახლიდან მიდის აღფრთოვანებული ხართ აი ნამდვილი სიყვარულიიიო, არადა ამ ნამდვილი სიყვარულის გმირები უკვე მე-2 და მესამეჯერ გათხოვილები არიან. გამგყავთ ტელევიზებში ახალი წყვილები, აყოლინებთ როგორ უყვართ ერთმანეთი როგორ სიურპრიზებს უკეთებდნენ ერთმანეთს (იმ დროს როცა ჯერ კიდევ ცოლი ელოდებოდა სახლში) და არც იმისი გრცხვნიათ რომ თქვენ გაშვებულ სიუჟეტს მისი შვილები და ყოფილი ცოლიც უყურებს. სიყვარულს ფასი დაუკარგეთ ხოო თქვენ ტელევიზებმა, ჟურნალისტებმა. სიყვარულს ფასი დაუკარგეთ თქვენი გადმოცემით ზუსტად
13:39 / 09-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS