06 იანვარი, 2018
რომელ ფანჯარაში სჯობს შობის სანთლის ანთება და რატომ ვაკეთებთ ამას
ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს.

როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- უწმინდესის კურთხევით, შობის ღამეს სახლის ფანჯრებთან დიდი კელაპტარი უნდა ავანთოთ, ამას რა დატვირთვა
აქვს?

- უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც კინოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩინე.

- შობის ღამეს ტაძარში ნაყიდი სანთელი უნდა დავანთოთ? ქუჩაში რომ შევიძინოთ, შეიძლება?
- რისი შესაძლებლობაც გვაქვს, სწორედ ის ძღვენი მიგვაქვს ტაძარში. ზოგიერთი სახლში ამზადებს, ზოგიერთი ტაძარში ყიდულობს ან სხვაგან. ჩვენ არ ვკრძალავთ მოტანილი სანთლის დანთებას, მთავარია, ადამიანის სული დაინთოს რწმენად ღვთის წინაშე და ეს რომელი სანთლით მოხდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. წმინდა აბო თბილელი ციხეშიც კი ამზადებდა სანთლებს.

- მხოლოდ ერთ ფანჯარაში უნდა ავანთოთ სანთელი?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS