ჩვენი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პარადოქსი ისაა, რომ რამდენად ძლიერადაც არ უნდა გვინდოდეს სიყვარული, ერთდროულად ასევე ძლიერად შეიძლება გვეშინოდეს მისი. ბევრ მარტოხელა ქალსა და მამაკაცს უბრალოდ არ შეუძლიათ ურთიერთობით სიამოვნების მიღება, რადგან შიში, რომ კვლავ ატკენენ გულს, გამუდმებით თან სდევთ.
სწორედ უარზე, მღელვარებაზე ფიქრი და თავდაჯერებულობის ნაკლებობა უშლის მათ ახალი სიყვარულის პოვნაში ხელს. მაგრამ თუ ურთიერთობა მაინც გსურთ, თქვენი აზროვნება უნდა შეცვალოთ.
მოყვანილია რამდენიმე უარყოფითი ფიქრი, რომლებიც შესაძლოა გიჩნდებათ და თქვენი მარტოობის
1. "ის მიღალატებს"
გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ ყოფილმა პარტნიორმა გიღალატათ, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პარტნიორიც გიღალატებთ. მომავალს ოპტიმისტურად უნდა შეხედოთ, ენდოთ პარტნიორს და დაფიქრდეთ, თქვენ ხომ არ იყავით მიზეზი იმისა, რომ პარტნიორებმა გიღალატეს.
2. "სიყვარულს ვერ ვიპოვი"
წყვილის პოვნა ყველას შეუძლია. თქვენ ვიღაცისთვის ხართ შექნილი და ვიღაც თქვენთვისაა. სიყვარული თქვენკენ მომავალ გზას იპოვის. თქვენი ვალია გჯეროდეთ, რომ ის არსებობს და თქვენთან აუცილებლად მოვა. სხვაგვარად როგორ იპოვით იმას, რომლის არსებობის თავადაც არ გჯერათ?
3. "ადამიანი, რომელიც მომწონს, მე არ შემიყვარებს"
პირველ რიგში, უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი, რადგან, როგორც პიროვნებას, სხვა ადამიანი ვერასდროს შეგავსებთ. თავად უნდა იყოთ სრულფასოვანი, სიყვარულით აივსოთ, რათა არასდროს დაგჭირდეთ სხვა ადამიანის შეფასება და თანხმობა იმისათვის, რომ სიყვარულის ღირსი ხართ. როგორ მიიღებთ სხვის სიყვარულს, თუ თავად არ გჯერათ, რომ სიყვარულს იმსახურებთ? შეიყვარეთ საკუთარი თავი. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. ნუ მოაჩვენებთ თავს იმად, ვინც სინამდვილეში არ ხართ.
4. "მე უკვე ყველაფერი ვცადე"
ნამდვილად ასეა? ალბათ ყელაფერი სცადეთ, რამაც არ გაამართლა, მაგრამ არ გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. წარმატებული ნაცნობობის გასაღები - მოქმედების სპონტანურობა და ინსტინქტებზე მიყოლის პრინციპია. გადით სახლიდან, შესვენებისას სამუშაო ადგილიდან ადექით, ესაუბრეთ უცნობს ავტობუსში, გააკეთე ის, რასაც გრძნობ. უმეტეს შემთხვევაში ხომ ამ ინსტინქტებს უგულებელყოფთ და კარგი ადამიანების გაცნობის შანსს ხელიდან უშვებთ.
ანა გარელი