05 იანვარი, 2018
რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე სუპერმთვარეობა - რას ფიქრობენ მედიკოსები
ადამიანი უძველესი დროიდან განიცდიდა უდიდეს ინტერესს ღამის მანათობელი უზარმაზარი ციური სხეულის მიმართ, აინტერესებდა ასტრონომია. თუმცა, დღემდე გაკეთებული აღმოჩენების მიუხედავად, მთვარე კვლავაც უამრავ საიდუმლოს ინახავს, რომლებიც უწინდებურად იზიდავს კაცობრიობას. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა სუპერმთვარეობა.
სუპერმთვარეობას, ანუ როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, პერიგეას, დღეს არა მარტო ასტრონომები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები მთელ კონსილიუმებს უძღვნიან. საქმე ის არის, რომ გარდა ცაზე გამოსახული ლამაზი სურათისა, ეს მოვლენა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

რა არის სუპერმთვარეობა?
როგორც ასტრონომები ირწმუნებიან, სუპერმთვარეობა ასტრონომიული მოვლენაა, როცა
ახალმთვარეობა და სუპერმთვარეობა პერიგეას ემთხვევა. უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს არის მომენტი, როცა მთვარე მაქსიმალურად უახლოვდება დედამიწას. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ეს მოვლენა 400-500 დღეში ერთხელ ხდება.

საქმე ის არის, რომ ორბიტა, რომლითაც მთვარე დედამიწის ირგვლივ მოძრაობს, ელიფსის ფორმისაა, ამიტომაც 400-500 დღეში ერთხელ პერიგეის დროს მთვარე თავის საშუალო ზომაზე თითქმის ორჯერ მეტი ჩანს. ასევე ხდება აპოგეის დროსაც - როცა მთვარე ყველაზე შორს არის დედამიწიდან, ის საშუალო ზომაზე თითქმის ორჯერ პატარა ჩანს.

Rating

რა გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე?
არის კიდევ ერთი მოვლენა - სიზიგია, როცა დედამიწის, მთვარისა და მზის ცენტრი ერთ ხაზზე ექცევა. როცა პერიგეა და სიზიგია ერთმანეთს ემთხვევა, მთვარე მაქსიმალურად უახლოვდება დედამიწას და მაშინ მისი საოცარი სიდიდე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

მაშინაც კი, თუ არ იცი როგორია სუპერმთვარეობა, შეგიძლია, ის იგრძნო. დიდი მთვარის გამოჩენისას ადამიანი მისი გავლენის ქვეშ ექცევა და სხვანაირად იქცევა.

ადამიანის მორალურ და ფიზიკურ მხარეზე სუპერმთვარეობის გავლენაზე ბევრი მეცნიერი ლაპარაკობს. მაშინაც კი, როცა ადამიანები ყველაფერს უარყოფენ და უგუნებობასა და მოთენთილობას დაღლილობას აბრალებენ, ცხოველთა სამყარო სრულად ადასტურებს მეცნიერთა ჰიპოთეზას. მაგალითად, როგორც კი პერიგეა თავის ხაზზე ექცევა, ყველა სულიერი არსება სხვაგვარად იქცევა - არა ისე, როგორც ყოველთვის. გარეგუნალდ მათ აღენიშნებათ დაღლილობა, ძილიანობა და მოთენთილობა.
გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სუპერმთვარეობას უშუალო გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. ზოგი ადამიანი სუპერმთვარეობისას სრულიად მშვიდი და უვნებელია, ზოგი კი ამ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი პრობლემა ყველაზე ხშირად მთვარეულებს ექმნებათ. სუპერმთვარეობისას მათ მკვეთრად გამოხატული ძილიანობა, აპათია, სისუსტე და თავის ტკივილები აწუხებთ. ზოგჯერ საქმე პირღებინებამდეც კი მიდის. სუპერმთვარეობის პერიოდში სამედიცინო დახმარებას ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავს. თუმცა, მედიკოსების აზრით, თუ წინასწარ მოემზადებით ამ პერიოდისთვის, ასეთი სიმპტომების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. მთავარია, დაიცვათ განსაზღვრული წესები. მაგალითად, სუპერმთვარეობისას, თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია დაისვენოთ, რაც შეიძლება დიდხანს ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და რაციონიდან სრულად გამორიცხოთ ცხიმიანი საკვები.

Rating

რა გავლენას ახდენს სუპერმთვარეობა ადამიანის ფსიქიკაზე?
რაც უნდა ილაპარაკონ, სუპერმთვარეობა განსაკუთრებულ გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს. ამბობენ, რომ ეს პერიოდი სახიფათოა სულიერად ავადმყოფი ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამტკიცება რთულია, მეცნიერი ბიოლოგები გამოკვლევებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ადამიანის ფსიქიკასა და მთვარეს შორის პირდაპირი კავშირია.

მთვარის ფაზები ხომ, ასე თუ ისე, გავლენას ახდენს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე, ასე რომ, ისინი ვერც ადამიანს აუვლიან გვერდს.

თუმცა, თავისი გავლენის მიუხედავად, მთვარეს ადამიანისთვის რაიმე სერიოზული ზიანის მიყენება არ შეუძლია. გაუგებარ სიმპტომებს ისინი უგუნებობას ან ამინდს მიაწერენ, ნერვები კი მაქსიმალურად დაძაბული აქვთ. თუ ადამიანს თავისი თავისა და ემოციების გაკონტროლება უჭირს, სუპერმთვარეობის პერიოდი მისთვის განსაკუთრებით რთულია.

სწორედ სუპერმთვარეობას დაემთხვა 1-ელიდან 2 იანვრის ღამე და თუ რამე უცნაურობა შეამჩნიეთ საკუთარ თავს ან ახლობლებს, იცოდეთ, რომ ეს დედამიწის თანამგზავრის გავლენა იყო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS