1. ისინი მეტისმეტად შეუპოვრები არიან

თხის რქას ყველა საქმეში წარმატების მიღწევა სურს. მიზანდასახულობა ნებისმიერი სირთულისა და დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება. წარმატებული მიღწევისთვის მეტი მოთმინება, ძალაუფლება და ინტელექტის გავარჯიშება სჭირდება.
2. არიან მომთმენები
თხის რქებს ჭეშმარიტად ანგელოზური მოთმინება ახასიათებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე მომთმენები არიან. სწორედ ამ თვისების გამო აფასებენ მას მეგობრები და ახლობლები.
3. წარმოუდგენლად შრომისმოყვარეა
ტიპიური თხის რქა ყოველთვის დატვირთულია სამსახურით. ნებისმიერ საქმეს ძალიან
4. თხის რქები ერთგული მეგობრები არიან

თხის რქა გაცნობის პირველ ხანებში შესაძლოა, ცივი მოგეჩვენოთ - ეს მისთვის თავის დაცვის რეაქციაა. კედლის გადასალახად, რომელსაც ის თავდაპირველად აღმართავს, დრო და მთელი თქვენი გულწრფელობა დაგჭირდებათ. თუ ამას მოახერხებთ, ყველაზე ერთგულ, მომთმენ და ლოიალურ მეგობარს შეიძენთ.
5. ძალიან დისციპლინირებულია
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა თხის რქას სისხლში აქვს. სამსახურში, ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში კონკრეტული სისტემა და გეგმები აქვს, რომლებსაც ყოველთვის იცავს.
6. ძალიან ცივები და თავშეკავებულები არიან
თხის რქა საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, სხვების ძალიან ახლოს მოშვება არ უყვარს. ურთიერთობის გარკვეული პრობლემა აქვთ, საკუთარი ემოციების გამოხატვა უჭირთ.
7. არიან მელანქოლიურები

თხის რქების უმრავლესობა ტემპერამენტით მელანქოლიკები არიან. სამყაროს პესიმისტურად უყურებენ, ხშირად ვერ აფასებენ საკუთარ თავს, მცირე წარუმატებლობასაც კი ზედმეტად მტკივნეულად იღებენ. ამ ნიშნის ადამიანებს მხიარულება და ოპტიმიზმი აკლიათ.
8. ძალიან გულწრფელები არიან
მიუკერძოებელი აზრის მოსმენა გსურთ? ჰკითხეთ თხის რქას. ის სიმართლეს შელამაზებას გარეშე გიამბობთ. ამასთან არასასიამოვნო სიმართლის თავაზიანად გადმოცემა შეუძლიათ. არიან დელიკატურები.
9. ძალიან პრაქტიკულია

თხის რქას სიტუაციის, საკუთარი ღირსებებისა და ნაკლოვანების, შესაძლებლობებისა და უნარების სწორად შეფასება შეუძლია. იციან როდის დახარჯონ ფული და როდისაა უკეთესი ეკონომია.
თხის რქები ილუზიების სამყაროში არ ცხოვრობენ, ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევენ. იმავეს ითხოვენ სხვებისგან. ფულის სესხება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მიიჩნევს, რომ ფული ადამიანს ნამდვილად სჭირდება და გამოუვალ მდგომარეობაშია.
ანა გარელი