"ჩემ მეგობარს - საახალწლოდ
ყოველთვის ირონიულად და სკეფსისით ვუყურებდი მეგობრებისადმი მიძღვნილ საჯარო პანეგირიკებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან შემეშინდა, როცა ჩემი მეგობრის ცუდად გახდომის მოწმე გავხდი სხვებთან ერთად და ახლა მხოლოდ აქ და ასე თუღა მოვახერხებ ამ, უკვე არააქტუალური შიშის ნარჩენების გაფანტვას.
ცხადია, ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გვიყვარს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები - თითქოს ვეჩვევით კიდეც ამ მდგომარეობას და რაკი ჩვევა ხდება სიყვარული, ბუნებრივია, აღარც
მე ის მიყვარს სამართლიანობისადმი მისი ბევრისთვის სრულიად დაუჯერებელი ერთგულების გამო, თითქმის სიშტერემდე მისული სიკეთის, სრული არაკონფლიქტურობის, დაფიქრებულობის და ამასთანავე დაუფიქრებელი სიმამაცის, ათასნაირი მცირე თუ დიდი ნევროზის, ორპირი ქარების და გაციების მიმართ მუდმივი ფეთიანობის, სიგარეტის და მწეველობის ზიზღის, ყველაზე კრეტინული მოგზაურობების მიმართაც კი ბავშვური სიხარულის, დილის აუცილებელი "ბულკის" მირთმევის "საბჭოურ-მოწაფეობრივი" ჩვევის, ნების სიძლიერის და - რაკი აქტუალურია - სხვების გამამხნევებელი ემოციური "აფეთქებების" გამო! და ისევ და ისევ აქტუალური მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ამ უკანასკნელ ხანს იმის მოწმეც გავხდი, რამდენი ადამიანი დასახიჩრდა მორალურად სხვა და სხვა სისტემის წაქეზებით თუ "სისტემის" ქვაბში ჩახარშულობის დროს, ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჩემი საამაყო და მოსაფრთხილებელი მეგობარი - დათო ტურაშვილი, რომელსაც ვიცი, როგორც სძულს ახალი წელი, მაგრამ რახან ისიც ვიცი, როგორ უძლიერდება წლიდან წლამდე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევა, არა მას, არამედ ჩემ თავს ვუსურვებ, რომ იმ მთავარ და მუდმივ ჩვევას - სიყვარულს - აღარასდროს დასჭირდეს ექსტრემალურობით გამოცდა."