ექიმები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი დაავადება, მათ შორის დეპრესია, ადამიანის სექსუალურ აქტივობას ამცირებს. თუმცა, მისი აღდგენა სწორი კვების მეშვეობითაა შესაძლებელი.
ცნობილი დიეტოლოგი, სარა ფლორი, გირჩევთ, მიირთვათ ცხიმიანი თევზი, ნიგოზი, კვერცხი ნერვული სისტემის გაჯანსაღებისთვის. ამასთან, მოერიდეთ ბევრ შაქარს, რამდენადაც ეს წონაში მატებას გამოიწვევს, რაც სექსუალურობაზე უარყოფითად აისახება.
სისხლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის შეგიძლიათ, მიირთვათ მეტი კენკრა, ისპანახი, გოგრის თესლი, ხორცი და ბარდა. ჩიტის ხორცი და პური დადებითად აისახება განწყობაზე.
ანა გარელი