28 დეკემბერი, 2017
მაკა ზამბახიძის "შუს" რეცეპტი, რომელიც თბილისში ძალიან პოპულარულია
მომღერალი მაკა ზამბახიძის "შუ" თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ნამცხვრის მომზადების რეცეპტს, რომელიც მაკამ ჟურნალ „სარკეს“ გაანდო.

მომზადების წესი:

ქურაზე დადგით ღრმა ქვაბი, ჩაასხით 200 გ. წყალი, მასში გაალღვეთ 250 გრ. კარაქი და დაამატეთ 250 გრამი ფქვილი. ამ მასას უნდა ურიოთ ხის კოვზით. ცეცხლიდან როცა გადმოდგამთ, გაგრილდება და მიქსერით შეათქვიფეთ 4 ცალი კვერცხი. ამის შემდეგ თუნუქის ტაფაზე გაფინეთ ფოლგის ფურცელი, მოაყარეთ ფქვილი, საშუალო ზომის კოვზით ამოიღეთ ცომი, დადეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში. 30 წუთში გამოცხვება.

კრემის მომზადების რეცეპტი იხილეთ აქ:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS