ცნობილი ინგლისურენოვანი გამოცემა "გარდიანის" სტატიაში გამოჩნდა რჩევა, დიუსელდორფში მოხვედრისას ტურისტები ქართულ რესტორან „პეპელას“ ეწვიონ (იხილეთ სტატია)... რესტორანი გამოცემამ გერმანიის საუკეთესო რესტორნების რეიტინგში ჩართო. მართლაც, ძალიან კარგი ფაქტია საქართველოსა და ქართული კულინარიისთვის. რასაკვირველია, დავინტერესდით რესტორნით, რომელზეც პოპულარული გამოცემა ასეთი აღფრთოვანებით წერს და მის ერთ-ერთ დაფუძნებელს კახაბერ გაბელაიას სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით...
- ამ წლის 15 მარტს გვქონდა რესტორან-ბარის „პეპელას“ გახსნა ქალაქ დიუსელდორფში. მე და რატი წაქაძემ დავაარსეთ. ინტერიერი მთლიანად ჩვენი მოწყობილია. ერთადერთი იატაკი ვერ დავაგეთ ჩვენ თვითონ...
შევეცადეთ, ძალიან არ გადაგვეტვირთა ინტერიერი და მყუდრო გარემო შეგვექმნა ჩვენი სტუმრებისთვის...
რაც შეეხება სახელწოდებას, „პეპელა“, უბრალოდ აზრად მოგვივიდა და დავარქვით. არაფერი განსაკუთრებული ისტორია სახელთან დაკავშირებით არ გვაქვს. ალბათ უფრო არ გვინდოდა, რომ უკვე მრავალნაცად სახელზე შევჩერებულიყავით.
განაგრძეთ კითხვა: