თანამედროვეობის ერთ-ერთი დაავადება სწორედ სოციალურ ქსელზე და, საერთო ჯამში, ინტერნეტზე დამოკიდებულებაა.
სპეციალისტების განმარტებით, ფეისბუქზე ადამიანის აქტივობას მასზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.
მაშ ასე, 10 მინიშნება იმისა, რომ თავდაჯერებულობა გაკლიათ და დაბალი თვითშეფასება გაქვთ:
1. ძალიან ბევრი სელფი

ლონდონში, ბრუნელის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ, ვინც დღეში 2 სელფზე მეტს აქვეყნებს, დაბალი თვითშეფასება აქვთ. მოწონებითა და კომენტარებით იკმაყოფილებენ თავმოყვარეობას და ეს მათ დაბალი თვითშეფასების
2. გაზიარება
როცა იმ ჩანაწერებსა და ფოტოებს აქვეყნებთ, რომლებიც გარკვეულ სიტუაციებზე მიანიშნებს, ესეც დაბალ თვითშეფასებას გულისხმობს. თქვენ გამბედაობა არ გყოფნით, რომ პრობლემაზე პირდაპირ ისაუბროთ.
3. მემები
სხვა ადამიანების მიერ შექმნილი დიდი რაოდენობით მემი, კოლექტივში გაწევრიანების სურვილს ცხადყოფს. ადამიანი, რომელიც საკუთარ იუმორში დარწმუნებული არ არის, ამ სახით ცდილობს კომუნიკაციის შენარჩუნებას.
4. ზედმეტად ბევრი მეგობარი

თუ ფეისბუქ მეგობრებში იმატებთ მათ, ვისაც პირადად არ იცნობთ, ეს ყურადღების მიქცევაზე მიანიშნებს.
5. ზედმეტად ხშირი პოსტები საკუთარ წარმატებებზე
იმაში ცუდი არაფერია, თუ მეგობრებს საკუთარ მიღწევებზე შეატყობინებთ, მაგრამ თუ ამას ზედმეტად ხშირად აკეთებთ, მაშინ წარმატებასა და პოპულარობას ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებთ.
ე.ი. სხვების აღიარების გარეშე, საკუთარი ცხოვრების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლიათ.
6. მატერიალური შენაძენით თავის მოწონება

ფული და ნივთები ადამიანს არ განსაზღვრავს. თუ ახალი შენაძენით ძალიან ხშირად იწონებთ თავს, იმაზე მიანიშნებს, რომ თვითშეფასების პრობლემა გაქვთ.
7. კერძების ფოტოები
თუ ჭამამდე და ჭამის შემდეგ საკვების ფოტოებს აქვეყნებთ, მაშინ დაბალი თვითშეფასება ნამდვილად გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მომენტით სიამოვნების მიღება არ შეგიძლიათ, თუ სხვებისგან აღიარებას არ მიიღებთ.
8. მოწონებებისა და გაზიარებების მოთხოვნებზე დევნა
ეს სოციალური ქსელის დაბალი თვითშეფასების მქონე, გაუაზრებელ მომხმარებლებს ახასიათებთ. როცა რაღაცას მხოლოდ იმიტომ იწონებთ, რომ გთხოვეს, ნიშნავს იმას, რომ სოციალური ქსელის მიღმა ადამიანებთან კონტაქტების დამყარება გიჭირთ.
9. საკუთარი პოსტების მოწონება ან დაკომენტარება
ისინი, ვინც საკუთარ პოსტებს იწონებენ და აკომენტარებენ, არა მარტო ნარცისიზმს ამჟღავნებენ, არამედ თავდაჯერებულობის ნაკლებობასაც.
ამით საკუთარი აზრის განმტკიცებას ცდილობენ, რადგან საკუთარი ღირებულების არ სჯერათ.
10. ფლეშ-მობში მონაწილეობა

"10 მთავარი წიგნი", "7 შავ-თეთრი ფოტო", ყინულიანი წყლის გადასხმა და ასობით მსგავსი აქცია ფეისბუქსა და სხვა სოც. ქსელებში ჭარბობს. მიუხედავად მათი პოპულარობისა, მასში ისინი მონაწილეობენ, ვისაც გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს.
ანა გარელი