ჩინურ საზოგადოებაში ძაღლი საყვარელ შინაურ ცხოველად მიიჩნევა, ხოლო როგორც ასტრონომიული სიმბოლო - ერთგული, გულწრფელი, ფრთხილი და წინდახედულია.
მიწიერ ძაღლს 12 ასტროლოგიურ ნიშანს შორის რამდენიმე საუკეთესო თვისება ახასიათებს. მას საკუთარი აზრი აქვს და პრინციპების ერთგულია. ძაღლი სხვების დასახმარებლად ისწრაფვის, უყვარს ყველა ტიპის თამაში და გართობა. ინსტინქტები ძაღლს იშვიათ წარმოდგენას უქმნის სწორ და არასწორ ადამიანურ ურთიერთობებზე. საიმედო, სანდო და გულწრფელი ძაღლი სამართლიანობას ემსახურება.
ძაღლის წელიწადში იღბლიან რიცხვებად მიიჩნევა - 3, 4,
ასევე, ჩაინიშნეთ ბედნიერი ფერები - წითელი, მწვანე და იისფერი. ასე რომ, ჩაიცვით და მორთეთ სახლი შესაფერისად. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ და სახლის გასაფორმებლად არ გამოიყენოთ თეთრი და ლურჯი ფერები.
სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ თამამად მოათავსოთ წითელი ვარდების თაიგული ან ორქიდეა. ახალი წლის საღამოს ამ ნივთების ქონა განსაკუთრებით საკეთილდღეოა.
წარმატებული გეზი: აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. სწორედ სახლის ამ ნაწილში განათავსეთ ნაძვის ხე და მაგიდა.
ახალ წლამდე სახლიდან უნდა გაიტანოთ ნაგავი, ჩაატაროთ გენერალური დასუფთავება, განთავისუფლდეთ ძველი და უსარგებლო ნივთებისგან. უმჯობესია, უფასოდ გასცეთ ძველი ნივთები.
ანა გარელი