"19 დეკემბერს ბრალდებული ქალიშვილის სახლში იმყოფებოდა, რომელიც 8 წლისა და 6 თვის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ბებიამ გადაწყვიტა, რომ მის შვილს ორ შვილთან ერთად მარტო ცხოვრება უჭირდა და უმცროსი შვილიშვილი გაგუდა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პოლიციის უფროსმა თანამშრომელმა გაარკვია, ბავშვებს სხვადასხვა მამა ჰყავთ და მამაკაცები მომხდარის მომენტში სახლში არ იმყოფებოდნენ.
მომხდარს სასამართლო განიხილავს. 71 წლის ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ანა გარელი