25 დეკემბერი, 2017
როგორ შექმნა პატრიარქმა საგალობელი "წმინდა ღმერთო"
საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს 20-მდე საგალობელი აქვს შექმნილი. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ "წმინდაო ღმერთო" სწორედ ილია მეორეს შემოქმედებაა. ეს მისი პირველი სრული სიმფონიაა, რომელიც ბათუმის ეპარქიაში მსახურებისას შექმნა. 


"საეპარქიო სახლში შევადგინე ეს საგალობელი, არავინ იცოდა ამის შესახებ. სამშვიდობო კონფერენცია იყო პრაღაში და უწმინდესი და უნეტარესი, ეფრემ მეორე წაბრძანდა იქ, სადაც მე ვახლდი.

ეს კონფერენცია შედგა ერთ-ერთ დიდ დარბაზში, სანამ სხდომა დაიწყებოდა, დავინახე დიდი ორღანი, მივედი და იქ შევასრულე "წმინდაო ღმერთო", უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ
მეორე უცბად მიხვდა, რომ ეს იყო ქართული გალობა და დაიწყო წმინდაო ღმერთო" - იხსენებს პატრიარქი. 

პატრიარქის თქმით, მუსიკა მასშია. ყველაზე მეტად ლუჩიანო პავაროტი და მონსერატ კაბალიე მოსწონს. 

"ყოველი ადამიანი წერს სიმღერას თუ საგალობელს, რომელიც დიდი ხანია ჟღერს, მის გონებაში. მის სულში. ჩინელები ამბობენ, მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანის სულს".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS