შევარდნაძის ბაღი ამ უფერულსა და ცივ სეზონზეც ყვავის, იქ სხვადასხვა მცენარე, ფერი ზეიმობს. ამიტომ რამდენიმე რჩევა ზამთარში საკუთარი ბაღისა და გარემოს გასახალისებლად ჩვენც ვკითხეთ, ანუ როგორ გავალამაზოთ
- ეს არც ისე რთულია, ადვილად გამოგივათ, თუნდაც იმ ხილით, რომელსაც ამ პერიოდში იყიდით, კი, ნამდვილად შეგიძლიათ ირგვლივ პატარა ზეიმის მოწყობა ეზოში, მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე...
ოღონდ, ისე უნდა დავაწყოთ და განვალაგოთ, რომ გარშემო ყველაფერი გახალისდეს. შესაძლებელია ასევე გოგრის დადებაც, მანამდე, სანამ მის დაჭრას და მოხარშვას გადაწყვეტთ.
იქვე რამდენიმე გირჩსაც თუ მივუწყობთ და ერთ-ორ ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლს მივუდებთ, ყველაფერი გაცოცხლდება - ასე ცოტა ყოფნის... უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრის დანახვა.
ასე ბუნებრივი მასალისგან თუ გავახალისებთ საკუთარ კუთხეებს, თორემ წაიღო ბაზრები პლასტმასმა, პოლიეთილენმა. ხელოვნურია ნაძვის ხის მორთულობაც - ფსევდო და ცოტა სახიფათოც გახდა, რაც გულდასაწყვეტია.
ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბუნების სხვანაირი აღქმა ვისწავლოთ და შემდგომ ეს ჩვენი გარემოს გასახალისებლად გამოვხატოთ.
განაგრძეთ კითხვა: