მაშ ასე - რა ვიცით კათოლიკური შობის შესახებ, გარდა იმისა, რომ ამ დღეს მიღებულია საჩუქრების ჩუქება, დროის ოჯახთან გატარება და ტაძარში მისვლა?
არსებობს რიტუალები, რომლებიც ამ დღეს ფულისა და წარმატების მიზიდვაში დაგეხმარებათ:
1. თუ სადღესასწაულო ვახშმის მომზადებას გეგმავთ, მაგიდას ლამაზი გადასაფარებელი გადააფარეთ, მის ქვეშ კი ფულის რამდენიმე კუპიურა შეაცურეთ.

2. როგორც კი სტუმრები წავლენ, გადასაფარებელი ქუჩაში გადაფერთხეთ, რათა ფული მიიზიდოთ.
3. გაეცით ყველა ვალი. სასურველია, ეს დილით

4. ღარიბმა ადამიანმა ამ დღეს დახმარება გთხოვათ და თან თვალებში გიყურებთ? მიეცით ფული და უთხარით: "იესო ქრისტეს შეევედრე, ის მეტს მოგცემს".

5. შობას ეკლესიას შესწირეთ ფული - ნებისმიერი ოდენობის.

6. ამ დღეს ნუ გაბრაზდებით, არ გალანძღოთ, არ იჩხუბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღე ცუდად წაგივათ.

7. შობის წინა დღეს მოამზადეთ ორცხობილები და ტკბილეული მგალობლების ან გარდაცვლილი ნათესავებისთვის.

8. დასავლური ტრადიციის მიხედვით, სანტას გული უნდა მოიგოთ - მაგიდაზე დაუტოვეთ ორცხობილა, ნიგოზი, რძე, კანფეტები და სხვა ტკბილეული.

9. საშობაო ვახშამზე ნუ ჩაიცვამთ ძველ სამოსს. ეს დამდეგ წელს უფულობას მოგიტანთ.

ანა გარელი