22 დეკემბერი, 2017
რატომ რეცხავენ იაპონელები ფულს?
გრიპის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და იმავდროულად ბოლომდე ამოუცნობი პრობლემაა. ამიტომაც მის შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრდა მრავალი მოსაზრება, რომელთაგან ზოგი სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.


გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს გრიპის შესახებ.

გრიპი მაღალი ტემპერატურის გარეშე არ არსებობს. გრიპის განმასხვავებელი ნიშანი დაავადების პირველივე საათებში 38-39 გრადუსი ტემპერატურაა. თუ ასეთი რამ არ აღგენიშნებათ, ესეიგი სხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციაა.

გრიპის დროს სურდო არ აღინიშნება. დაავადების პირველ დღეებში ცხვირი იჭედება, რაც ორგანიზმის ინტოქსიკაციითა და დაავადებული ქსოვილის შესივებითაა გამოწვეული. მხოლოდ მე-3-4 დღეს შეიძლება დაიწყოს
კლასიკური სურდო, რომლის მიზეზი არა ვირუსი, არამედ ბაქტერიაა, რომელიც ადვილად მოერია თქვენს დროებით დასუსტებულ ორგანიზმს.

გრიპის ვირუსით დაავადება ძალიან ადვილია ფულთან ურთიერთობისას. სპეციალისტების მტკიცებით, ფული ინფექციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. გრიპის ვირუსი მასში ორ კვირაზე მეტხანს ცოცხლობს.

სხვათა შორის, იაპონიაში ინფექციების თავიდან ასაცილებლად ფულს სპეციალურ სარეცხ მანქანებში 200 გრადუს ტემპერატურაზე რეცხავენ.

ჩვილი ბავშვისთვის გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალება დედის რძეა. თუ დედა გრიპით დაავადდა, არ შეიძლება ჩვილის ძუძუსგან მოწყვეტა. საქმე ის არის, რომ დედის რძისგან ბავშვს ანტისხეულები გადაეცემა და მას დედისგან არასოდეს გადაედება გრიპი.

სიცხის დამწევი აბები ხელს უწყობს მთელ ორგანიზმში გრიპის ვირუსის გავრცელებას. ნორმალური და ოდნავ მაღალი ტემპერატურა ვირუსისთვის საუკეთესო გარემოა. ამიტომაც სანამ ტემპერატურა უფროსებში 39 გრადუსს, ხოლო ბავშვებში 38 გრადუსს არ მიაღწევს, სიცხის დამწევი აბების მიღება რეკომენდებული არ არის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS