22 დეკემბერი, 2017
მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაცია
ტერორისტული ორგანიზაციები არასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილზე, ისინი ხშრად იცვლიან ბაზებს და მუდმივი განლაგების ადგილი არ აქვთ. ასეთი ორგანიზაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი სწორედ საიდუმლოობაა. ამიტომაც წინასწარ მხოლოდ ხელმძღვანელმა პირებმა იციან სამოქმედო ტერიტორიებისა და მიზნების შესახებ.

დღეს ტერმინ „ტერორიზმს“ ხშირად განზოგადებული მნიშვნელობით იყენებენ და ასე ახლო აღმოსავლეთში ბოევიკების აგრესიულ ქმედებებს უწოდებენ, ხშირად მხედველობიდან რჩებათ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედებენ.

დღეისათვის ყველაზე ცნობილ ტერაქტად მიჩნეულია 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქებისას დატრიალებული ტრაგედია. რა თქმა უნდა,
მსოფლიო საზოგადოება, სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ ტერორიზმის აღსაკვეთად.

წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციასა და მათ მიზნებს, საინტერესოა, რის წყალობით გახდნენ ისინი ყველაზე საშიშები მთელ მსოფლიოში.

Rating

10. ქმპ - ქურთისტანის მუშათა პარტია
ქმპ - ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში მოქმედებს. მათი დესტრუქციული მოღვაწეობის ძირითადი მიზეზი პოლიტიკურია - ქურთები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. რადიკალური დაჯგუფება თურქების მიერ ქურთების მრავალწლიანი ჩაგვრის შედეგად შეიქმნა. ისინი საერთო გენდერული თანასწორობისა და სოციალური მოწყობის სახელმწიფოს შექმნისკენ ისწრაფვიან. ორგანიზაცია 1984 წლიდან მოქმედებს და დღეისთვის 7 ათასამდე წევრს ითვლის. სამწუხაროდ, ორგანიზაციის წევრები მიზნის მისაღწევად ხშირად ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც ისინი ნატოსა და რიგი ქვეყნების შავ სიაში შეიყვანეს.


Rating
9. კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები

კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები - კოლუმბიის მემარცხენე რადიკალური მეამბოხე დაჯგუფება, ცნობილი, როგორც FARC-ი. მიუხედავად იმისა, რომ FARC-ი ტერორისტულ დაჯგუფებად არ უღიარებიათ, ის შემჩნეულია ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში და ზოგიერთმა ქვეყანამ შავ სიაშიც შეიტანა.
ორგანიზაცია 1946 წლიდან მოქმედებს და პროპაგანდას უწევს მარქსიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის მსგავს იდეოლოგიას. დაჯგუფება მონაწილეობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ადამიანების გატაცებაში, ბავშვი-ჯარისკაცების გამოყენებაში, სიკვდილით დასჯასა და სხვა უკანონო ქმედებებში.


Rating

8. ჰამასი
დაჯგუფება ჰამასი - ისლამური ანტისემიტური მოძრაობა, მოქმედებს პალესტინის ტერიტორიაზე. ამ დაჯგუფების წევრები იზიარებენ ნეონაციზმის იდეებს. მათი მოქმედება შეფასებულია, როგორც სამხედრო დანაშაული, რასაც უკვე მრავალი წელია სჩადიან ისრაელის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებით. ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე სასისტიკი მეთოდია ბავშვების ცოცხალ ფარად გამოყენება და თვითმკვლელი-ტერორისტები.
ჰამასი ჩვენს დროში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.


Rating

7. ალ-შაბააბი

სიაში მეშვიდე პოზიცია ალ-შაბააბმა ალ-ქაიდასთან მჭიდრო თანამშრომლობით, თავიანთ რიგებში ბავშვების გადაბირების, ბრაკონიერობისა და ყოველწლიურად ათასობით სპილოს განადგურების წყალობით მოიპოვა. სპილოებზე ნადირობისას ისინი არც მხეცებს ინდობენ და არც მათ დამცველ ადამიანებს. დაჯგუფება სომალიში მოქმედებს და თვალს ადევნებს ადგილობრივ სოფლებში შარიათის კანონების დაცვას. ზოგიერთი მონაცემით, დაჯგუფება 6 000 წევრს აერთიანებს.

Rating

6. კუ-კლუს-კლანი

კუ-კლუს-კლანი ერთ-ერთი უძველესი ტერორისტული ორგანიზაციაა. დაარსდა 1865 წელს აშშ-ში. თავდაპირველად ის პროპაგანდას უწევდა თეთრი რასის უპირატესობას სახვა დანარჩენთან შედარებით და ამას საკმაოდ სისხლიანი მეთოდებით აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ის თავდაპირველი იდეოლოგიის ერთგული დარჩა. დღეისათვის ორგანზაციას 8 ათასი წევრი ჰყავს. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ 1920 წელს მასში 4 მილიონი ადამიანი იყო გაერთიანებული. მიუხედავად ყველაფრისა, ვერავინ უარყოფს, რომ ამ ორგანიზაციამ უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიასა და რასიზმის პროპაგანდაზე.

Rating

5. ჯაბხატ ალ ნუსრა

ჯაბხატ ალ ნუსრას მოძრაობა 2012 წელს ჩამოყალიბდა სირიის ომის საპასუხოდ. ის ძალიან სწრაფად გაძლიერდა და ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ორგანიზაციად იქცა მთელ მსოფლიოში. ჯაბხატ ალ ნუსრა ხალიფატის აღდგენისა და მუჰამედის მემკვიდრისთვის კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებისკენ ისწრაფვის.
დაჯგუფება გამოირჩევა იმით, რომ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს არა ისლამურ სახელმწიფოსა და პირების მიმართ. წვრთნის თვითმკვლელ-ტერორისტებსა და მასობრივად ხვრეტს ურწმუნოებს.

Rating

4. თალიბები
თალიბები შარიათის გავრცელების მიზნით ტერორიზმს მიმართავენ. 2012 წელს ავღანეთის მოსახლეობის 80% თალიბების მსხვერპლი გახდა. თალიბები ცნობილები არიან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვით, სურსათ-სანოვაგის გამიზნული განადგურებითა და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლით. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეჟიმი 2001 წელს ჩამოაგდეს, თალიბებმა სწრაფად მოახერხეს გაძლიერება და დღეს მათ რიგებში 60 ათასი ადამიანია გაერთიანებული. თალიბები არც სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ამბობენ უარს.

Rating

3. ბაკო ხარამი
დაჯგუფება ბაკო ხარამი ნიგერიაში მოქმედებს. მათ მიერ ორგანიზებულ ყოველ ტერაქტში, სულ მცირე, 7 ადამიანი მაინც იღუპება. სწორედ ამ მონაცემების გამო მიაკუთვნეს მას სიაში მესამე ადგილი. სიტყვასიტყვით „ბაკო ხარამი“ ითარგმნება - „დასავლური განათლება აკრძალულია“. ორგანიზაციის მიზანი ნიგერიის მთელ ტერიტორიაზე შარიათის შემოღება და დასავლური ცხოვრების წესის ამოძირკვაა. დაჯგუფება მსხვერპლს იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად შორს დგანან ისინი შარიათისგან. დაჯგუფებამ მარტო ერთ წელიწადში სკოლის 200 მოსწავლე გაიტაცა. 2009 წლიდან 2014 წლის ივლისამდე მათ 5 ათასი ადამიანი შეიწირეს.
ორგანიზაცია დღემდე მოქმედებს და იბრძვის ნებისმიერი ფორმის განათლებისა და განვითარების წინააღმდეგ.

Rating

2. ალ-ქაიდა
ალ-ქაიდა 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის სინონიმად იქცა. ერთ ღამეში უსამა ბინ ლადენი საზოგადო სახელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ნომერ პირველი ტერორისტი 2011 წელს მოკლეს, ორგანიზაციამ მაინც შეინარჩუნა ძლიერება და გავლენა. დღეს ალ-ქაიდა გაცილებით მეტ ძალაუფლებას ფლობს, ვიდრე ცნობილი ლიდერის დროს ჰქონდათ. ორგანიზაცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მოქმედებს.
მასში ათასობით ადამიანია გაერთიანებული. ალ-ქაიდას მომხრეები რადიკალური შარიათის დაცვას ქადაგებენ და ტერორიზმითა და სხვა ძალისმიერი გზებით ცდილობენ მის გავრცელებას. სწორედ ამ ორგანიზაციის ქმედებებს მოჰყვა აშშ-სთან ომი, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

Rating

1. ისლამური სახელმწიფო

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო - დღეისათვის ის ყველაზე აქტიური ტერორისტული ორგანიზაციაა. ორგანიზაცია 2004 წელს ჩამოყალიბდა და ის ისლამის ძალადობრივ გავრცელებას ემსახურება. მათ უკანასკნელ მსხვერპლს შორის არიან ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი, აგრეთვე, სიკვდილით დასჯილი უამრავი ქალი და ბავშვი.
ორგანიზაცია რეგულარულად იღებს და ავრცელებს სიკვდილით დასჯის კადრებს, რითაც მთელ მსოფლიოში შიშის დანერგვას ცდილობს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS