სიყვარულით ყველა ადამიანია შეპყრობილი, ე.ი. ზოდიაქოს ყველა ნიშანიც.
ეს 4 ნიშანი კი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ნაზი და მოსიყვარულეა.
1. კურო

კუროს მმართველი პლანეტაა ვენერა - სიყვარულის, სინაზის, სითბოს ნიშანი. ის სიყვარულში თავით ეშვება. თავს მონოგამად მიიჩნევს და პარტნიორს სიყვარულით ინარჩუნებს. აუღელვებელი
კუროს გაფურჩქვნისთვის სიყვარული აუცილებელია. ის მისთვის ერთ-ერთი კანონია, რომელიც მსოფლიოს მართავს. ვენერა მის სიყვარულს აძლიერებს და მგრძნობიარეს ხდის.
2. ლომი

ლომი და სიყვარული - ეს ვნებისა და სილამაზის ამოფრქვევაა. მისთვის მოსაწყენი შინაური გარემოცვა აუტანელია და მაშინაც კი, როცა პარტნიორი ჰყავს, დროის საზოგადოებაში გატარებისკენ ისწრაფვის, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა და სხვისი შექებისგან სიამოვნების მიღება სურს. სწორედ ამიტომ, მარტოობა ლომისთვის მომაკვდინებელია.
ლომისთვის სიყვარული მისი ცხოვრების აზრია, მის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. ძალიან მოსიყვარულეა, რის გამოც ყოველ ახალ რომანს გულწრფელად და სერიოზულად უდგება. აი, რატომ ხდება, რომ ქორწინებაში ლომი საკმაოდ მალე შეაბიჯებს ფეხს და ქორწინდება არა ერთხელ და ორჯერ.
3. სასწორი

სასწორი ერთდროულად მიმზიდველი და კეკლუცია. საზოგადოებაში ყოფნისას პარტნიორისგან ისინი მოკრძალებას მოელიან.
სასწორის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დუეტის ნაწილი იყოს, ამიტომ ეძებენ შესაფერის პარტნიორს.
სასწორი მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლოა ბევრი იყოყმანოს.
როცა ის შეყვარებულია, ცოტა თუ შეეცილება მას ქარიზმასა და პარტნიორის აღტაცების უნარში.
4. თევზები

თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟესტები: წითელი ვარდი, გასეირნება მთვარის შუქზე, რომანტიკული სერენადები. ის სენტიმენტალური რომანტიკოსია, რომელიც მთელი გულით ისწრაფვის, მონათესავე სულთან ერთად კიდევ ერთი დაუვიწყარი ღამე გაატაროს.
თევზები სიყვარულში წარმოუდგენლად მიმნდობი, თუმცა, ამასთან რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ძალიან მომთხოვნია. ის სიყვარულში ისე მიჰყვება დინებას, როგორც სხვა დანარჩენ სფეროში. შეხვედრისას პირველ ნაბიჯს არ გადმოდგამს, უპირატესობას ანიჭებენ სიყვარულზე საიდუმლოდ ოცნებას და ბედზე არიან მინდობილები.
თუ მის სიყვარულს სიყვარულით უპასუხებენ, ნეტარების მწვერვალზე იქნება, მაგრამ მთელ საორგანიზაციო საკითხებსა და გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობას მთლიანად პარტნიორს დააკისრებს.
თევზები ქორწინებაში ოჯახის უფროსობას არ ცდილობს. ისინი ნაზი, მოსიყვარულე მეუღლეები და მზრუნველი მშობლები არიან.
ანა გარელი