აი, რამდენიმე ფაქტი სპეცაგენტების სამსახურის შესახებ.
ისინი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია
საიდუმლო სამსახურზე ლაპარაკისას, ხშირად ასობით ელიტური სუპერაგენტი წარმოგვიდგება თვალწინ, არადა ისინი გაცილებით მეტნი არიან - 6 500 თანამშრომელი და ეს მათ გ
ისინი მარტო პრეზიდენტს არ იცავენ
საიდუმლო სამსახური იცავს არა მარტო პრეზიდენტს, არამედ მთელ მის ოჯახს, ყოფილ პრეზიდენტებსა და მათ შვილებს, რომლებსაც ჯერ 16 წელი არ შესრულებიათ. იცავენ, ასევე, პრეზიდენტის სტუმრებს და ყველას, ვის დაცვასაც პრეზიდენტი მოისურვებს.

მათ სამფაზიანი სამსახური აქვთ
აგენტებს მაშინვე როდი უშვებენ საველე სამსახურში. ჯერ სამი წლის განმავლობაში ოფისში უნდა იმუშაონ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება „ექშენში“ თავის გამოჩენის საშუალება მისცენ, რაც 4-დან 7 წლამდე გრძელდება. ფინალურ ფაზაში კი აგენტს ან აწინაურებენ, ან ის კვლავ ოფისის ქაღალდებს უბრუნდება.
როგორ გადაურჩნენ ტყვიას
მნიშვნელოვანი მოვლენის წინ საიდუმლო სამსახური პრეზიდენტზე თავდასხმის ყველა შესაძლო სცენარს ამუშავებს და სწავლებისას ე.წ ტყვია-მარკერებს იყენებს. აგენტებს წვრთნიან, როგორ გადაუდგნენ ტყვიას, როგორ არ ჩაიძირონ წყალში. მოქმედი აგენტები რეგულარულად ყოველ 8 კვირაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალურ სწავლებას გადიან.
მათ იციან პირველადი დახმარების აღმოჩენა
თითოეულ აგენტს შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება აღმოუჩინოს დაჭრილს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ან საავადმყოფოში მიყვანამდე. პრეზიდენტის ნებესმიერი მარშრუტი კი ისეა შედგენილი, რომ კლინიკა მხოლოდ 10 წუთის სავალზე იყოს.
მათ ყოველთვის თან აქვთ პრეზიდენტის სისხლი
აგენტი ყოველთვის მზადაა, გამოიყენოს თავისი სამედიცინო ცოდნა და თუ საჭიროა, პრეზიდენტს გადასხმაც გაუკეთოს, ამიტომაც ყოველთვის თან აქვთ პრეზიდენტის სისხლი.
ვეზერის მთა მითი არ არის
ვეზერის მთაზე მართლა არსებობს თავშესაფარი, სადაც მიჰყავთ მთავრობის ერთი წარმომადგენელი, ვიდრე მიმდინარეობს ღონისძიება, სადაც მთავრობის პირველი პირები იკრიბებიან. ეს იმიტომ კეთდება, რომ თუ ტერორისტები ერთი დარტყმით გადაწყვეტენ მათ განადგურებას, ქვეყანა მეთაურის გარეშე არ დარჩეს.
პრეზიდენტებს მართლა აქვთ კოდური სახელები
ეს ჰოლივუდის ფანტაზია არ არის, საიდუმლო სამსახური მართლა იყენებს პრეზიდენტების კოდურ სახელებს. ხშირად ოჯახის ყველა წევრის სახელი ერთ ასოზე იწყება. მაგალითად, ბარაკ ობამას ერქვა „რენეგატი“ (Renegade), მის ცოლს - „რენესანსი“ (Renaissance), გოგონებს კი - „ნათება“ და „ვარდის კოკორი“ (Radiance, Rosebud).
ოვალური კაბინეტის იატაკში ჩამონტაჟებულია მოძრაობის გადამცემი
საიდუმლო სამსახურს აქვს წესი, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არასოდეს უნდა დარჩეს მარტო. თუ პრეზიდენტი მაინც მოისურვებს, აგენტები ოვალური კაბინეტის კარს მიღმა დატოვოს, გადამცემი აფიქსირებს პრეზიდენტის მოძრაობას და მოსალოდნელ საფრთხესაც.

ისინი იზიარებენ პრეზიდენტის ჰობს
რადგან პრეზიდენტის მარტო დატოვება არ შეიძლება, აგენტები იზიარებენ ყველა მის ჰობს. სირბილი მოუნდება პრეზიდენტს? აგენტებიც მასთან ერთად დარბიან, სკეიტბორდით გასეირნება მოუნდება? აგენტებიც შედგებიან სკეიტებზე. მოკლედ, აგენტები ყველაფერს პრეზიდენტთან ერთად აკეთებენ.
ექიმთანაც ერთად დადიან
ექიმის კაბინეტშიც კი არ არის პრეზიდენტი მარტო. რა დელიკატურ პრობლემასაც უნდა ეხებოდეს საქმე, აგენტები მაინც მის გვერდით არიან.
მუქარის შემცველი წერილები
საიდუმლო სამსახური იძიებს მუქარის შემცველ ყველა წერილს, ელექტრონულსაც და ქაღალდის წერილებსაც. მათ აქვთ სპეციალური ბაზა, რომელიც აერთიანებს ათასობით დასახელების მელანს. ასე გაცილებით ადვილია წერილის ავტორის გამოთვლა.
ისინი მუდმივად აკვირდებიან და აწარმოებენ გადაღებებს
აგენტები მუდმივად აკვირდებიან და იღებენ მიმდინარე მოვლენებს. ეს ბევრჯერ მიშველებია მათ ისეთ სიტუაციებში, როცა მყისიერი რეაგირება და დამნაშავის სწრაფად გამოვლენაა საჭირო. კენედის სიკვდილის შემდეგ კი პრეზიდენტის კორტეჟშიც არის სპეციალური მანქანა, რომელიც მუდმივად აწარმოებს გადაღებას.
ისინი ფიცს არ დებენ, რომ პრეზიდენტისთვის სიცოცხლეს გაწირავენ
ეს ჰოლივუდის მორიგი მითია. სინამდვილეში ასეთი ფიცი არ არსებობს. ბოდიში, ბატონო პრეზიდენტო!
პრეზიდენტისთვის მხოლოდ ერთი აგენტი დაიღუპა.
თუ აგენტი პრეზიდენტისთვის თავს სწირავს, ამას მხოლოდ საკუთარი ნებით აკეთებს. ასე რომ, საიდუმლო სამსახურის არსებობის განმავლობაში, პრეზიდენტისთვის მხოლოდ ერთი აგენტი დაიღუპა. 1950 წლის 1-ელ ნოემბერს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დაცვისას დაიღუპა ლესლი კოფელტი.
ისინი მალავენ შტაბ-ბინას
ვაშინგტონში საიდუმლო სამსახურის შტაბ-ბინა განთავსებულია შენობაში, რომელსაც არავითარი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვს, მის მიმდებარედ ურნებიც კი არ დგას. თუ ურნა არ არის, ბომბსაც ვერაფერში ჩადებ. შენობა კი მდებარეობს ქუჩაზე, რომელსაც საოცრად მოკლე დასახელება აქვს H (ეიჩ-სტრიტი).

სამსახური ლინკოლნის სიკვდილის დღეს შეიქმნა
საიდუმლო სამსახურის შექმნის იდეა ფინანსთა მინისტრმა ჰიუ მაკკალაფმა გამოთქვა. თავისი გეგმა პრეზიდენტ ლინკოლნს 1865 წლის 14 აპრილს დილით წარუდგინა. საღამოს კი ლინკოლნი იმ ავბეთით თეატრში წავიდა, სადაც მოკლეს კიდეც.
საიდუმლო სამსახური პრეზიდენტისთვის არ შექმნილა.
საიდუმლო სამსახური იმ დილასვე რომ შექმნილიყო, ის მაინც ვერ იხსნიდა ლინკოლნს სიკვდილისგან, რადგან ეს სტრუქტურა თავდაპირველად იქმნებოდა ფინანსური მაქინაციებისა და ყალბი მონეტების დამამზადებლების წინააღმდეგ. სხვათა შორის, ეს სამსახური ახლაც დაინტერესებულია ამ საკითხებით.
ისინი არასოდეს ატარებენ მზის სათვალეს
ფილმებში საიდუმლო აგენტებს აუცილებლად შავი კოსტიუმები აცვიათ, მზის სათვალე და ყურსასმენები უკეთიათ. საიდუმლო სამსახურის ნამდვილი აგენტები კი დავალებაზე არასოდეს იკეთებენ მზის სათვალეს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს გარემოს სრულყოფილ აღქმას და შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩეთ.
შეცდომებს ისინიც უშვებენ
თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში რთულია რაიმეს დაფარვა, მათ შორის საიდუმლო სამსახურების შეცდომებისაც. ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა ლიფტში შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად აღმოჩნდა, თეთრი სახლის ტერიტორიაზე კი დანით შეიარაღებული კაცი ღობიდან გადაძვრა.
ისინი მუდმივად მზადყოფნაში არიან
თუ აგენტების ფოტოებს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ თითქმის ყველას ხელები წელის სიმაღლეზე უჭირავს. თითების პოზიცია სხადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ აზრი ერთია - ეს მზადყოფნის პოზაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში იარაღის სწრაფად ამოღების საშუალებას იძლევა.