15 დეკემბერი, 2017
მავნე პროდუქტი, რომელიც აზიანებს ტვინს და ანადგურებს მეხსიერებას - შეამცირეთ მისი მოხმარება
შაქრის მავნებლობა

შაქარი ორგანიზმის ბუნებრივი ჯილდოა. როგორ ფიქრობთ, რატომ იწევთ კიდევ ერთი ნაჭერი ტორტისკენ?

დიახ, ის ძალიან გემრიელია, მაგრამ რომ არა მაცდური ტვინი, დესერტის გამეორების სურვილი არ გაგიჩნდებოდათ, რადგან სხეული უკვე დანაყრდა.

ტორტის მირთმევამ დიდი სიამოვნება მოგანიჭათ, გამომუშავდა სიამოვნების ჰორმონი - დოფამინი, რომელიც სიგნალებს პირდაპირ ტვინის ქერქში გზავნის: "მეტი ტკბილი მინდა, ეს კარგია".

აი, ასეთი პრიმიტიული სქემაა, თუმცა, შესანიშნავად მუშაობს. ტვინი იმახსოვრებს პროდუქტებს, რომლებმაც დიდი სიამოვნება მოგანიჭათ და გაიძულებთ ასეთივე პროდუქტების შერჩევას.
Rating

თანამედროვე სამყარო უკვე
ვეღარ ძლებს გარკვეულ პროდუქტებზე შაქრის დამატების გარეშე - გემოს გაძლიერებისა და საკვების შენახვის ვადის გაზრდისთვის. შესაძლოა, ვერც კი შენიშნოთ პროდუქტში დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა, მაგრამ ის აუცილებლად იქნება მასში. შაქრის ასეთი დანამატი იწვევს ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას.

ნიკოტინი, კოკაინი და ჰეროინი - შაქრის ღვიძლი ძმები არიან. შაქარი იწვევს ტოლერანტულობას, როგორც საშიში ნარკოტიკები - სასურველი ეფექტის მისაღებად, ტკბილის დოზის გაზრდის სურვილი გიჩნდებათ.

წარსულში ტკბილზე დამოკიდებული ადამიანები ყვებიან, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ, გაღიზინებულები და იმპულსურები გახდნენ და მხოლოდ ტკბილის მიღებაზე ფიქრობდნენ.

ტვინი გამუდმებით შიმშილობდა და განგაშში იყო, ორგანიზმი სულ უფრო მეტი საკვების მიღებას ითხოვდა. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა ისინი შაქარზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე დააფიქრა.

ტკბილის დოზის შემცირების შემდეგ, სხვადასხვა პროდუქტის გემოს სრულად შეიგრძნობთ. ხოლო როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოკოლადს მიირთმევთ, ის ძალიან ტკბილად მოგეჩვენებათ.

გამოჯანმრთელდებით, წონაში დაიკლებთ, მომნელებელი სისტემა კი შესანიშნავად იმუშავებს. უმჯობესია, დროულად შეწყვიტოთ ეს მავნებლობა, რაც თქვენს ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს.

ჭარბი წონა, შინაგანი ორგანოების მუშაობის პრობლემა, ნაადრევი დაბერება, დიაბეტი - ეს ყველაფერი შაქრის გადამეტებული დოზის შედეგია.
Rating

სცადეთ კვების ექსპერიმენტი ჩაატაროთ - გარკვეული დროით უარი თქვით შაქარზე. ერთი თვე საკმარისია იმისათვის, რომ შაქრის გავლენის სერიოზულობა თქვენს თავზე იგრძნოთ.

დაფიქრდით შაქრის ნარკომანიაზე, ვიდრე გვიანი არ არის. ნუ მისცემთ შაქარს თქვენი ჯანმრთელობის განადგურების უფლებას.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS