მტკიცე ოჯახურ წყვილს შორისაც კი დროთა განმავლობაში სექსუალური სცენარი იცვლება, საწოლის მოლოდინები კი არ მართლდება.
ამას ყველაზე მყარი ურთიერთობის დანგრევაც შეუძლია. ქალებისა და მამაკაცების სექსუალური მოთხოვნილებები ასაკთან ერთად იცვლება.
რით გამოირჩევა სექსუალურობა სხვადასხვა ასაკში, განმარტავს DOC.ua-ს სერვისის ექსპერტი, მაქსიმ რომანიუკი.
15-30 წელი
რაოდენობა და არა ხარისხი
ჰორმონალური აფეთქებებისა და საკუთარი სექსუალურობის აქტიური შეცნობის ასაკი.
ხანმოკლე პერიოდი, როცა გოგონებიც და ბიჭებიც საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების თითქმის თანაბარ დონეზე
30-40 წელი
როგორც წესი, ამ ასაკისთვის მუდმივი პარტნიორი ჩნდება, ეს კი საშუალებას იძლევა მეტად გაიხსნათ, შეიცნოთ საკუთარი და ერთმანეთის სურვილები. სექსი ახალგაზრდობის პერიოდთან შედარებით ნაკლებია - კვირაში 2-4-ჯერ - მაგრამ უკეთესი ხდება. ამ ასაკში ქალები აქტივობის მწვერვალზე არიან. ხშირად ეს დამოკიდებულია ფეხმძიმობასა და მშობიარობასთან, რაც ქალის ჰორმონალურ ფონს რადიკალურად ცვლის, ორგანიზმის შესაძლებლობებს ზრდის. ამ ასაკისთვის ქალს საკუთარი სხეული უკვე შესწავლილი აქვს, იცის, რისი მიღება სურს სექსისგან და პარტნიორთან ამაზე საუბრის არ ერიდება.
სწორედ ამ ასაკში ფიქსირდება ყველაზე ხშირად ქალის ღალატი, რადგან მხოლოდ "ცოლქმრული მოვალეობის" შესრულება საკმარისი არ არის.
40-55 წელი
სოციალური სექსუალურობა
მიუხედავად ტესტოსტერონის დონის კლებისა, მამაკაცებში "სოციალური" სექსუალურობა იმატებს. ბევრი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებას ცდილობს მკვეთრი ემოციების დამატებით - როლური თამაშები, გახანგრძლივებული პრელუდია, არც თუ ისე იშვიათად - ღალატი. ამ ასაკში სექსი ხარისხიანია, საშუალოდ კვირაში ორჯერ. ქალებში სექსუალურობის დონე იკლებს, რადგან მათი დაბერების პროცესი ადრე იწყება. თანაც იმატებს სოციალური პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ, მორალური მხარე, შესაძლოა, წარმატებულ კარიერაზე დამოკიდებული. სიხშირით ქალების სექსუალური ცხოვრება კაცებისას ცოტათი ჩამორჩება.
55-65 წელი
მეორე ახალგაზრდობა
როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა მენოპაუზის პერიოდი უკვე გაიარეს. ამ პერიოდში ხშირად არის ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. მამაკაცების უმრავლესობა ამ დროს გადაწყვეტს, რომ ბრძოლა აღარ ღირს და ამ მდგომარეობას ეგუება, თუმცა, ვისაც სურს დარჩეს აქტიური, ძალიან ახალგაზრდა საყვარელს იჩენს. ხშირად იგივე ხდება ქალების შემთხვევაშიც.
სექსის სიხშირე საშუალოდ 7-10 დღეში ერთი აქტია.
"აშშ-ში ჩატარდა დიდი სოციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 57-88 წლის გამოკითხულები, რომლებმაც სექსუალური ცხოვრების შენარჩუნება შეძლეს, თითქმის არ განსხვავდებიან 40-57 წლის ჯგუფებიდან და 60%-ს შეადგენს. ხანდაზმულ წყვილს მეტი თავისუფალი დრო და უდიდესი სექსუალური გამოცდილება აქვს, ამიტომ ინტიმური ცხოვრების რეალიზაციაში მათ ვერაფერი აფერხებს", - ამბობს სექსოლოგი.
ანა გარელი