14 დეკემბერი, 2017
როგორ უნდა დაიდგას და მოირთოს ნაძვის ხე ლამაზად - რამდენიმე წესი და იდეა
სადაცაა შემოაბიჯებს ახალი წელი. ყველა ცდილობს, შეიძინოს, რაც შეიძლება ლამაზი ნაძვის ხე. თითქოს ამაში რთული არაფერია, შეარჩიე, მოიტანე, დადგი, მორთე ფერად-ფერადი სათამაშოებით, წვიმებით და საახალწლო ატრიბუტი მზადაა, თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს მრავალი ნიუანსი და ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის შერჩევისა და მორთვის დროს.

თუ გინდათ, რომ საახალწლო ნაძვის ხემ მთელი არდადეგების განმავლობაში გაგიხალისოთ განწყობა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

როგორ დავდგათ ნაძვის ხე სწორად

თუ შეიძინეთ ან თავად მოჭერით ბუნებრივი
ნაძვის ხე, ნუ შეარბენინებთ მაშინვე თქვენს თბილს სახლში, მიეცით დრო ადაპტაციისთვის, აკლიმატიზაციისთვის, რამდენიმე საათით სიგრილეში დატოვეთ.

ამასობაში შეურჩიეთ ფეხი. საამისოდ არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

ხის ოთხფეხა

რკინის სამფეხა

ქვიშით ან მიწით სავსე სათლი

პლასტმასის ბოთლებით სავსე სათლი


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS