14 დეკემბერი, 2017
რას აფასებენ მამაკაცები ქალებში სხვადასხვა ქვეყანაში
მართალია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მაინც მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ნებისმიერ საკითხს საკამათოს გახდიან, მით უმეტეს, თუ საქმე ქალებს ეხება. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს მენტალიტეტთან, კულტურასთან, ტრადიცებსა და ისტორიასთან დაკავშირებული ხასიათის საერთო ნიშნები, რომლებსაც ყველა იზიარებს. საინტერესოა, რას აფასებენ მამაკაცები ქალებში სხვადასხვა ქვეყანაში.

იაპონია

საცოლის შერჩევისას მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, რამდენად თავაზიანი, დამთმობი, მოკრძალებული, პატიოსანი და ერთგულია ქალი. მშვიდი იაპონელი ქალი კამათისას ტვინს არ გაუბურღავს ქმარს და სამაგიეროს გადასახდელად არც უღალატებს.
იაპონელი მამაკაცის წარმოდგენაში, ცოლმა შვილები უნდა
გააჩინოს, გვიან ღამემდე უნდა ელოდებოდეს ნაქეიფარ ქმარს და უსიტყვოდ, უსაყვედუროდ უნდა შეხვდეს. ამას იაპონელი ქალები ბავშვობიდან სწავლობენ დედებისგან.
ასეულობით წლების განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა და იაპონელ ქალებს გენეტიკურ დონეზე ჩამოუყალიბდათ მოთმინებისა და მორჩილების უნარი.

ბრაზილია
გაუსაძლის სიცხეში შილიფი ტანსაცმლის ქვეშ ძნელია მამაკაცის თვალისგან გარეგნული ნაკლის დაფარვა. ამიტომაც დროთა განმავლობაში ბრაზილიელი ქალებისთვის ჩვეულებრივ აუცილებლობად იქცა სპორტული სხეული, ფართო თეძოები, მკვრივი დუნდულები და მკერდი. სიღარიბის მიუხედავად, ბრაზილია პირველ ადგილზეა დუნდულებისა და მკერდის იმპლანტაციის მონაცემებით. ქუჩის ტრენაჟორები ბრაზილიაში ავტობუსის გაჩერებებზეც კი შეიძლება ნახოთ.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბრაზილიელი ქალი შეიძლება იყოს ულამაზო, არ ჰქონდეს მაკიაჟი, მაგრამ ფრჩხილები აუცილებლად წესრიგში ექნება - ეს წმიდათაწმინდაა.
ბრაზილიაში დაოჯახებას არ ჩქარობენ, შვილების გაჩენას კი 30 წლის შემდეგ გეგმავენ.

ალჟირი
მამაკაცი ყოველთვის მართალია - ეს წესი ალჟირში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ცოლს წარმოუდგენლად ძლიერი მოთმინების უნარი და ტაქტი უნდა ჰქონდეს, იყოს უკონფლიქტო, უნდა შეძლოს ქმრის მრავალრიცხოვან ნათესავებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - უნდა იყოს რელიგიური და კეთილგონიერი ქორწინებამდე. ქალი ოჯახური კერის დამცველია. რაც შეეხება დიეტებს, დაივიწყეთ - აქ გამხდარი ქალები მაინცდამაინც არ მოსწონთ.


თურქეთი

შედით ნებისმიერ სახლში, სადაც ქალი ცხოვრობს, სახლის ყველაზე შორეულ, თვალისგან დაფარულ კუთხეში ხელი გადაუსვით ნებისმიერ ზედაპირს - დარწმუნდებით, რომ მტვრის ნასახსაც ვერ იპოვით. თურქი ქალებისთვის სისუფთავე ყველაფერზე მაღლა დგას.
მამაკაცები ქალებში აფასებენ არა სილამაზესა და სექსუალობას, არამედ იმას, თუ როგორი დედები, დიასახლისები, მეგობრები და ცხოვრების ერთგული თანამგზავრები არიან. ცოლები ემორჩილებიან ქმრებს, ხმის აწევას ერიდებიან, კეთილგონივრულად იქცევიან. ამასთან, თურქი ქალები არასოდეს სხედან შინ. მუშაობენ, ცხოვრების აქტიურ წესს ეწევიან, ხვდებიან დაქალებს, დადიან მათთვის საინტერესო კურსებზე.

გერმანია

იყო წლები, როცა გერმანიაში ქალებს ოფიციალურად ეკრძალებოდათ მუშაობა. თუ ქალი ქმარს დაკარგავდა, ისღა დარჩენოდა, გროშების საფასურად ღამღამობით, ფარულად ემუშავა. თანამედროვე გერმანელი ქალი კი კარიერისტია, მისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ქმარზე დამოკიდებულება. მისი ცხოვრების მთავარი აზრი კარიერაა და არა ოჯახი და შვილები. გერმანიაში ქალისთვის 40 წელს ზემოთ გათხოვება ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ გერმანელ მამაკაცს კვლავაც ენატრება ნაზი, მეოჯახე გოგონები, უმრავლესობას ძალიანაც მოსწონს ქალების ასეთი დამოუკიდებლობა.
ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანია, რომელთანაც თავს კარგად გრძნობ. ოჯახური მოვალეობები და შემოსავალი კი თანაბრად იყოფა. გერმანელები აფასებენ განათლებულ ქალებს, რომლებსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ლაპარაკი, აქვთ იუმორის გრძნობა, გულწრფელები და მეგბრულები არიან.

ჩინეთი
სწრაფი ეკონომიკური პროგრესის მიუხედავად, ჩინეთი ტრადიციულ ქვეყნად რჩება. მამაკაცებს მოსწონთ თავმდაბალი და მორჩილი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ ბალანსის დაცვა საკუთარი თავის სიყვარულსა და ქმრის მორჩილებას შორის, ოჯახის საკეთილდღეოდ და შეუძლიათ ქმრის დამსახურებების დაფასება.
თუმცა, ახლა მამაკაცები ნებისმიერ ქალზე თანახმანი არიან, რადგან 1979 წლიდან 2015 წლამდე მოქმედი კანონის თანახმად, ჩინეთში ერთ შვილზე მეტის ყოლა აკრძალული იყო.

ინდოეთი
ინდოეთში ბავშვებს პატარაობიდანვე ამზადებენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის - ქორწილისთვის, რომლის მთავარი მიზანი შთამომავლობის გაჩენაა.
ინდოელებს უყვართ ხორცსავსე ქალები, მეოჯახეები, მზრუნველები, მოკრძალებულები, რომლებიც ემორჩილებიან დედამთილებს, რადგან იქ ყველა ერთად, დიდ ოჯახად ცხოვრობს. სასურველია, ქალი იმავე კასტას ეკუთვნოდეს, რომლის წარმომადგენელიც მამაკაცია. არჩევენ მეოჯახე და ჭკვიან ქალებს.

იტალია
დედები ბავშვობიდანვე განსაკუთრებით ანებივრებენ და აქებენ ვაჟიშვილებს, ამიტომაც იტალიელი მამაკაცები, ძირითადად, საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისები არიან. ცოლი იტალიელ მამაკაცს უნდა ავსებდეს და არა ჩრდლავდეს მას თავისი ჭკუითა და სილამაზით - ანუ უნდა იყოს საშუალო აღნაგობის, უზრუნველყოფილი, მოვლილი, მაგრამ ზომიერად.
გოგონა მოკრძალებული უნდა იყოს, თვალებდახრილი, წამწამებს ხშირად უნდა აფახურებდეს, ნაზად უნდა იცინოდეს, მოტეხილი ტოტის დანახვაზეც კი თვალები ცრემლებით ევსებოდეს, ბავშვების დანახვაზე კი სინაზედ უნდა დაიღვაროს და გული აუჩუყდეს - აი, ასეთი თეატრი მოსწონთ იტალიელ მამაკაცებს.

საბერძნეთი
ბერძნები ფიცხი და უშუალო ხალხია, დღევანდელი დღით ცხოვრობენ და ტკბებიან. ბერძნებს მხოლოდ გულწრფელი გრძნობები იზიდავთ, სიცოცხლის სიყვარული, მეგობრული ურთიერთობები, და ქალისგან დასტური, რომ ის მისთვის მედეაა. და ცუდი არ იქნება, თუ ქალს მზითვად ბინა მოჰყვება.
მამაკაცები ცოლს ძირითადად 40 წლის შემდეგ ირთავენ, როცა ვნებების ფიალა ბოლომდე შესმულია და ოჯახზე ფიქრის დრო დგება. თუ 35 წლის მამაკაცი განაცხადებს, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ არის, ეს სავსებით ნორმალურია.

საფრანგეთი
დახვეწილი მანერები, შარმი და გრაციოზულობა - აი, რა მოსწონთ ფრანგ მამაკაცებს თავიანთი ქალების. ნებისმიერი წვრილმანი, იქნება ეს ბოკალის აღება, კერძის მირთმევა თუ ფოტოაპარატის წინ პოზირება, ყველაფერი დახვეწილი უნდა იყოს. ფრანგები იცვამენ ძვირფასს, სტილურსა და სექსუალურ სამოსს ხუთწლიანი ქორწინების შემდეგაც კი - ყველაფერი ეს მითია, რომლის გავრცელებასაც პარიზის ყველაზე ძვირფას კვარტალში სენ-ჟერმენში მცხოვრები ქალბატონები უწყობენ ხელს. მის ფარგლებს გარეთ კი ჩვეულებრივი ქალები ცხოვრობენ, ისეთები, როგორებიც ყველგან. ერთადერთი, რაც ფრანგ ქალებს სხვებისგან გამოარჩევს, ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულებაა. და კიდევ, ისინი არც ისწორებენ და არც იხვევენ თმას, არც ხელოვნურად იგრძელებენ წამწამებს, არაფერს არ იჭიმავენ და იდიდებენ - ისინი ბუნებრივები არიან.
აღსანიშნავია, რომ ფრანგ მამაკაცებს ძირითადად ფრანგი ქალები მოსწონთ: ღია ფერის თვალები, მუქი თმა, შავგვრემანი ოვალური სახე - აი, მათი იდეალი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
საქართველოში მთავარია შეუხედავი იყო თუ შეუხედავი ხარ ესეიგი წესიერიც ხარ და ცელკაც
21:06 / 14-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS