13 დეკემბერი, 2017
2018 წლის საქორწილო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - გაიგეთ, ვინ დაოჯახდება ძაღლის წელიწადში
დამდეგ 2018 წელს შესაძლოა ბედმა ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ გაუღიმოს, თუმცა, ბედის შემობრუნებისთვის მზად უნდა იყოთ. აქ კი 2018 წლის საქორწილო ჰოროსკოპი დაგეხმარებათ.

ვერძი

თუ ვერძს წარმატებული კავშირის დამყარება სურს, უნდა გაითვალისწინოს ორი პირობა - დათქვას ქორწილის დღე საკუთარ ან პარტნიორის დაბადების დღესთან უახლოეს რიცხვში. ვერძისთვის უმთავრესია ოჯახი სიყვარულით შექმნას.

კურო
ყვითელ ძაღლს სურს, ქორწილში კურო არა ტრადიციულ, არამედ ყვითელ, მდოგვისფერ ან ოქროსფერ კაბაში იხილოს. ნეფეს კი შეუძლია ყვითელი ჰალსტუხი მოირგოს.

ტყუპი
2018 წელი ტყუპისთვის
სიურპრიზებით სავსე იქნება. გარდა კარგისა, მოსალოდნელია ცუდი შემთხვევებიც. უმჯობესია, გჯეროდეთ კარგისა და პოზიტიურის, მაშინ ძაღლი თქვენს კავშირს განამტკიცებს.
Rating
კირჩხიბი

კირჩხიბებს შესაძლებლობა ეძლევათ ქორწილისთვის ნებისმიერი თარიღი შეარჩიონ. ქალი კირჩხიბი პარტნიორში ბოლომდე დარწმუნებული იქნება. მამაკაცები კი ქორწილის კიდევ რამდენიმე წლით გადადებას მოისურვებენ.

ლომი
პირველივე დღიდან ლომი სასიყვარულო სფეროს მოვლენების ცენტრში იგრძნობს თავს. თუმცა, ლომებისთვის ძალიან შეტოპვა რეკომენდებული არ არის. ეცადეთ თქვენს სურვილებში იყოთ მეტად თავშეკავებულები.

ქალწული
2018 წელს ქალწულს უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევს. თქვენი პარტნიორი საკმაოდ ჭირვეული და ეჭვიანი იქნება. თუმცა, ყველა უსიამოვნების მიუხედავად, ქალწული საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია. ქორწილის დღეს თქვენ ნამდვილ ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ.

სასწორი
ძაღლის წელიწადში სასწორს დაუვიწყარი საქორწილო ცერემონია ელის. დღესასწაული უნდა იყოს დიდი და ხმაურიანი. სასწორებს საკუთარი ქორწილი მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ და ეს ახალი ერთობლივი ცხოვრების შესანიშნავი დასაწყისი იქნება.

მორიელი
თუ მორიელი ოჯახის შექმნას 2018 წელს გადაწყვეტს, ვარსკვლავები ქორწინებისთვის აპრილის თვეს ურჩევენ. მხოლოდ ასე შექმნის ის საიმედო და ხანრგძლივ კავშირს. მაისსა და ოქტომბერში კი ამ გადაწყვეტილების მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს პერიოდები ოჯახში კარგს არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის 2018 წელს ქორწინების საუკეთესო პერიოდი წლის პირველი ნახევარია. თუმცა, ძაღლის წელიწადში ქორწინება თქვენთვის იდეალური დრო არ არის და უმჯობესია შემდეგი წლისთვის დაგეგმოთ, რადგან ძაღლი ხანგრძლივ ურთიერთობას ვერ გპირდებათ.
Rating













თხის რქა

თუ თხის რქას საკუთარ პარტნიორში ეჭვი ეპარება, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეს. 2018 წელში გადაწყვეტილების მიღება საბედისწერო იქნება. თქვენი მომავალი ცხოვრება თქვენს პარტიორზეა დამოკიდებული.

მერწყული
ნუ იჩქარებთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. თუ მერწყულმა დაქორწინება უკვე გადაწყვიტა, ძაღლი ამ ურთიერთობაში აუცილებლად დაეხმარება.

თევზები
2018 წელს ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ უკან არ მოიხედონ და ეჭვი არ შეეპაროთ. მტკიცე ქორწინებისთვის ყვითელი ძაღლის წელიწადი შესანიშნავი დროა. რაც შეეხება ქორწილის თარიღს, უმჯობესია, წელიწადის ცივ დროს დაგეგმოთ. თქვენთვის ეს პერიოდი საუკეთესოა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS