13 დეკემბერი, 2017
თქვენი რეალური სახე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ისევე როგორც არ არსებობს სინათლე სიბნელის გარეშე, ბედნიერება - სევდის და დღე - ღამის გარეშე, ასევე წარმოუდგენელია ვიფიქროთ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებს მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვთ. ამ სტატიაში თითოეილი ნიშნის "ორ სახეს" დაგანახებთ.

ვერძი
ამბიციური, ვნებიანი, მოტივირებული, გაბედული - ეს ვერძისთვის დამახასიათებელი თვისებებია. მისი დევიზია - "არასდროს დაეცე".
ამასთან, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადვილად გაღიზიანებადები და აგრესიულები არიან, თუმცა, მათ ამ თვისების კონტროლი და დადებითი მხარეების წარმოჩენის საოცარი უნარიც
აქვთ.

კურო
რთული და არასტაბილური ხასიათის კუროს მოკლევადიანი სასიყვარულო ურთიერთობები არ ხიბლავს. ისინი საიმედო პარტნიორები არიან, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში.
ტიპური კურო ხისტი, ჯიუტი და უკომპრომისოა.

ტყუპები
მას მართლაც განსხვავებული ორი სახე აქვს. ერთი მხრივ, იგი მეგობრული, ღია, გამორჩეულია, თუმცა, პარალელურად რადიკალურად განსხვავებულ თვისებებსაც ამჟღავნებს. მათ უმარავი მეგობარი ჰყავთ და მუდამ თავგადასავლებს მიელტვიან.
ამ ნიშნის "ბნელი" მხარე მაშინ იჩენს თავს, როცა პიროვნება სტრესში ან დეპრესიაშია.

კიბო
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დაბალი თვითშეფასება აქვთ. კეთილი, მგრძნობიარე, ერთგული, საამართლიანი კიბო გამუდმებით სხვების დახმარების მცდელობაშია.
გამომდინარე ჰიპერმგრძნობელობისა, ისინი ადვილად გამოდიან მწყობრიდან, გამუდმებით დეპრესიაში არიან და ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ.

ლომი
ამბიციური, მომხიბვლელი და ბუნებით ლიდერი ლომის უარყოფით თვისებად შეიძლება მისი ზედმეტად თავდაჯერებულობა და პრეტენზიულობა ჩაითვალოს.

ქალწული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს დაკვირვებული მზერა და ყველაფრის გაანალიზების უნარი აქვს, მას სიკვდილზე კი უშფოთველად ფიქრი შეუძლია. თუმცა, ქალწულს გამუდმებით სჭირდება გეგმა მეორე დღისთვის. ისინი ზედმეტად კრიტიკულები არიან, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.

სასწორი
მოსიყვარულე, ჰუმანურ სასწორს დაბალანსებული ცხოვრება იზიდავს. ისინი მზრუნველობასა და სითბოს ამჟღავნებენ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ეს სჭირდება. ისინი ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ისინი ცხოვრებისგან ერთფეროვნებას მოითხოვენ, არ უყვართ სიახლეები, რაც არც თუ ისე დადებითად აისახება მათ მიღწევებსა და კარიერულ წინსვლაზე.

მორიელი

სწრაფი აზროვნებითა და გონებამახვილობით გამორჩეულ მორიელს იუმორიც კარგი აქვს და პარტნიორის ერთგულიცაა, თუმცა, თუ მისი მტრების სიაში აღმოჩნდით, საშიში შურისძიებისთვის უნდა მოემზადოთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ოპტიმისტი, მხიარული და თავგადასვლების მოყვარულია. ამასთან არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, შეიძლება, მისი აგრესიის მსხვრელი ისე გახდეთ, მიზეზიც კი ვერ გაიგოთ.

თხის რქა
მისი ცხოვრებისეული ამოცანა სიმდიდრის მოხვეჭაა. თხის რქა ჭკვიანი, ორგანიზებული და კრეატიულია, გამოირჩევა ფილოსოფიური და ლოგიკური აზროვნებით. ამასთან, ჯიუტები და უკომპრომისოები არიან, რის გამოც ხშირად აწყდებიან პრობლემებს.

თევზები
თევზები ემოციური, მგრძნობიარე და მზრუნველია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული შესანიშნავი პარტნიორი და მეგობარია.
მათ ხშირად აქვთ მენტალური პრობლემები, რის გამოც სამყაროსგან გაქცევის სურვილი იპყრობთ. ხშირად კარგავენ კომუნიკაციის სურვილს და საკუთარ თავში იკეტებიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიამი
მე კურო ვარ და ძალიან მიხარია რომ ესეთი მშვენიერი მომავალი მექნება. მაგრამ მაინტერესებს ეს ყველაფერი სიმართლეა არმინდა სოფელში ვიცხოვრო და თან მახინჯი ვიყო და კიდევ მათემატიკას ვერ ვსწავლობ საერთოდ არ მესმის. იმედი მაქვს ყველაფერი სიმართლეა. მადლობელი ვარ და მიყვარხართ!
19:13 / 15-03-2021
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
სორე კირჩხიბი ჯიმა?
20:26 / 13-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS