უგები
რატომ ირჩევენ ქალები ამ საშინელ ფეხსაცმელს? მართალია, ის ძალან თბილი და მოსახერხებელია, მაგრამ ნამდვილად არასახარბიელოდ წარმოაჩენს ქალის გარეგნობას.
ხელოვნურად დაგრძელებული თმა
რაც უნდა ოსტატურად იყოს გაკეთებული, ხელოვნურად დაგრძელებული თმა მაინც ყოველთვის შესამჩნევია.
უფორმო კაბები
ერთადერთი, რაც ამ კაბა-ტომრებს შეუძლია, ის არის,
პლასტმასის ფრჩხილები
მამაკაცების აზრით, ქალი ასეთი ფრჩხილებით სულაც არ გამოიყურება სოლიდურად.
არაბუნებრივი მაკიაჟი
თუ გინდათ, მამაკაცს თავი მოაწონოთ, უარი თქვით არაბუნებრივი და მკვეთრი ფერებით გადატვირთულ მაკიაჟზე.
ლოსინები
თუ სპორტდარბაზში არ მიდიხართ, უმჯობესია, ლოსინები გარდერობიდან არც გამოიღოთ. კარგი იქნება, თუ მათ ნაცვლად სტილურ შარვალს ჩაიცვამთ.
არაბუნებრივი ლინზები
ფიქრობთ, რომ არაბუნებრივი ფერის ლინზებით უფრო მიმზიდველად გამოიყურებით? სულ ტყუილად. ახლოდან ასეთმა „კიბორგის“ თვალებმა მამაკაცი შეიძლება, შეაშინოს კიდეც.
უცნაური ფეხსაცმელი
ხელოვნების ნიმუშიც რომ იყოს, უცნაური ფორმის ფეხსაცმელს მამაკაცისთვის თავის მოსაწონებლად ნუ ჩაიცვამთ. დარწმუნებული იყავით, მამაკაცს ურჩევნია, ქალს ჩვეულებრივი მაღალქუსლიანი ნავისებური ფეხსაცმელი ეცვას.
ბაფთები თავზე
არა, თუ ხუთი წლის ხართ... პრობლემა არ არის.
ფართოუბიანი შარვლები
შეიძლება ეს ძალიან კომფორტულია, მაგრამ სასიამოვნოდ ნამდვილად არ გამოიყურება.
ლეოპარდისებური პრინტი
რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება, იყოთ „ველური კატა“, მაგრამ არ ღირს ამის ამ ფორმით გამოვლენა.