08 დეკემბერი, 2017
ქართველი გოგონა, რომელმაც Elie Saab-ის კაბით იქორწინა - "ჩემთვის არ არსებობს ოცნება, რომელიც აუხდენელი რჩება..."
არ არსებობს გოგონა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ქორწილზე, თეთრ კაბაზე, ბევრ სტუმარსა და ზღაპრულ პრინცზე. ალბათ ყველა, ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ საოცარი განცდაა, იყო დედოფალი. უამრავი სტუმარი გერტყას გარს, ასობით ადამიანი აღნიშნავდეს შენი სიყვრულის დღესასწაულს! იყო ყველაზე ლამაზი და რაც მთავარია, ყველაზე ბედნიერი ქალი. მაგრამ Elie Saab-ის ძვირადღირებული კაბა, 300 კაციან, გრანდიოზულ წვეულებაზე? ეს ზღაპარზე მეტია. გაიცანით გოგონა, რომელმაც იპოვა ოცნების პრინცი, დაქორწინდა მასზე საოცნებო კაბით და მას საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით ყოველდღე ანებივრებს.


-
სანამ კაბასა და წვეულებაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ორიოდე სიტყვა მითხარით, ვინ არის გოგონა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული და ლამაზი კაბა ეცვა? რას საქმიანობთ? რამდენი წლის ხართ...


- თეო მქვია. ვარ 25 წლის. სასტუმრო ივერია ინნ-ის დირექტორის მოადგილე, რამდენიმე წელია, სასტუმროს ვმართავ.

- საქორწილო წვეულებაზე რას იტყვით? ორგანიზატორი ვინ იყო და რამდენი სტუმარი გყავდათ?

- 300 სტუმარი გვყავდა. ბაკურ ბაკურაძე შოუს დამდგმელი რეჟისორი იყო, დიზაინერი - ედემ გვარმიანი, თამადა - ზურა მანჯავიძე.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS