რუსთაველის გამზირზე, ახალი, იტალიური ილუმინაციის მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო. ქალაქის მთავარ გამზირზე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ. ლარი დაიხარჯა.
განაგრძეთ კითხვა: