08 დეკემბერი, 2017
თბილისში დამონტაჟებულ 3-მილიონიან საახალწლო ილუმინაციას ნაწილები სცვივა
რამდენიმე დღის წინ თბილისი საახალწლოდ ახალი ილუმინაციებით მოირთო. "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციები დაამონტაჟა.

რუსთაველის გამზირზე, ახალი, იტალიური ილუმინაციის მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო. ქალაქის მთავარ გამზირზე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ. ლარი დაიხარჯა. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS