აი, რატომ
1. ის გეტყვით, რამდენ კგ-ს აიწონით
კვლევები აჩვენებს: ადრეული ციკლი მოზარდებში წონის მატებას იწვევს და გვიან ასაკში გასუქებას.
2. ის გეტყვით, რამდენად უნდა გეშინოდეთ გულის დაავადებების
თუ მენსტრუაცია ძალიან ადრე (10 წლამდე) ან ძალიან გვიან (17 წლის შემდეგ) დაგეწყოთ, გულის დაავადებების რისკს შესაძლოა უფრო მოწიფულ ასაკში წააწყდეთ. მეცნიერების განმარტებით, ეს დაკავშირებულია სხეულის მასის ნაკლებობასთან ან ჭარბ წონასთან. ერთიც და
3. მას დიაბეტის გაჩენის რისკის მინიშნება შეუძლია
კვლევა ამტკიცებს: ქალები, რომლებსაც მენსტრუაცია ძალიან ადრეულ ასაკში დაეწყოთ, მეორე ტიპის დიაბეტის შეძენის უფრო მაღალი რისკის წინაშე დადგნენ. ეს ყველაფერი ჭარბი წონის გამო.
4. მკერდის სიმსივნის რისკზე მიანიშნებს
თუ პირველი ციკლი 12 წლამდე ასაკში გამოსცადეთ, მამოლოგთან რეგულარული კვლევები უნდა ჩაიტაროთ. რადგან სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი ამ შემთხვევაში 20%-ით მაღალია. ეს ყველაფერი თქვენს ორგანიზმზე ჰორმონების გავლენის შედეგია.
5. შესაძლებელია გაიგოთ, როგორ ჩაივლის თქვენი ორსულობა
კვლევების თანახმად, ქალებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი ძალიან ადრე დაეწყოთ, ფეხმძიმობის დროს ხშირად აქვთ გართულებები. თუ არ იმკურნალეთ, შედეგი შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს.
6. ის გეტყვით რამდენხანს იცოცხლებთ
სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს: ქალებს, რომლებსაც მენსტრუაცია ჩვეულებრივზე გვიან დაეწყოთ, 90 წლის იუბილის აღნიშვნის მეტი შანსი აქვთ.
ეს იმით აიხსნება, რომ ისინი ნაკლებად არიან დიაბეტისა და გულის პრობლემების რისკის ქვეშ.
ანა გარელი