08 დეკემბერი, 2017
მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ბავშვების ახალი გატაცება - თამაში "გაიქეცი ან მოკვდი". ეს თამაში ბავშვებს მოუწოდებს, მოახერხონ და რაც შეიძლება ახლოს გადაურბინონ წინ მოძრავ ავტომობილებს. თამაში პოპულარულია რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.


ამიტომ მძღოლებს უკვე აფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როდესაც გზაზე ბავშვს შეამჩნევენ - მან შეიძლება უცბად გადაურბინოს მოძრავ მანქანას. აფრთხილებენ მშობლებსაც, რომ გაესაუბრონ ამ თემაზე ბავშვებს. ბავშვების ნაწილი თავადაც ხვდება ასეთი თამაშის საშიშროებას, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც სიამოვნებით ერთვებიან ასეთ სიცოცხლისთვის საშიშ "აზარტულ გასართობებში".

მშობლებო,
იყავით ფრთხილად, ეცადეთ, მუდმივად აკონტროლოთ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი ინტერნეტიდან იღებს და მით უმეტეს - თუ ჩართულია რამეში დიდი ინტერესით.

იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS