07 დეკემბერი, 2017
ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ბავშვს არასდროს არ უნდა დაუყვიროთ - „ნუ აღზრდით თქვენს შვილებს...“
გამოტყდით, რომ აღზრდის მიზნით ბავშვზე არაერთხელ დაგიყვირიათ. ხანდახან თავის შეკავება რთულია, რადგან ეს ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა ცელქი ბავშვის დასამშვიდებლად.

თუმცა, არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რისთვისაც შვილს არასდროს არ უნდა დაუყვიროთ - ყვირილი ბავშვში თქვენდამი შიშს იწვევს.

ნუ ფიქრობთ, რომ ყვირილით ბავშვს დაამშვიდებთ და მის ყოფაქცევას გამოასწორებთ. ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს და ურთიერთობაში სანდოობა იკარგება.
Rating
რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვით, მაგრამ მხოლოდ თქვენდამი შიშის გამო.

როცა ყვირით, საკუთარ თავზე კონტროლს
კარგავთ. ბევშვი აღარ გენდობათ, რამდენადაც ყველაზე ცუდ სახეს ავლენთ - თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ.

აჩვენეთ ბავშვს თანაგრძნობა, გაუგეთ მას და როცა გაიზრდება, ასეთივე მოთმინება და სიყვარული დაგიბრუნდებათ უკან.

არ გამოიყენოთ ყვირილი აღმზრდელობითი მიზნით, რადგან მაშინ ერთადერთი განცდა იქნება შიში.
მთავარია, შვილმა თქვენი თხოვნა გაითვალისწინოს თქვენდამი პატივისცემის მიზეზით.

შვილები ღრუბელს გვანან: ისინი სწრაფად ისრუტავენ ნებისმიერ ნეგატივსა და პოზიტივს, რაც თქვენგან მოდის. ყველა თქვენს სიტყვასა და ჩვევას მაშინვე იმეორებენ. შემდეგ კი ზრდასრულ ცხოვრებაშიც გადააქვთ.

გახსოვდეთ შემდეგი ოქროს წესი: "ნუ აღზრდით თქვენს შვილებს, ისინი მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი!"

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რეალობა
დღეს დაუყვირებ გაჩუმდება, ხვალ დაუყვირებ კაი გაცუმდება აი ზეგ უკვე დიდია ის! შენ დაგიყვირებს და ძალაც არ გეყოფა რომ გააჩუმო. ვერც გააჩუმებ. ასე როომ შეიძლება ბავშვს უბრალოდ უთხრა, სთხოვო და ისე მიუდგე როგორც მისთვის უკეთესია.
17:13 / 07-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS