07 დეკემბერი, 2017
როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში - 2018 წლის პროგნოზი
თუ როგორი იქნება დამდეგი 2018 წელიწადი ყოველი ზოდიაქოს ნიშნისთვის და რას პირდება ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მქონე ადამიანს, ამაზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გესაუბრებათ.

ვერძი

კარდინალური ცვლილებების წელი იქნება და ცვლილებებს აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა ელოდნენ. უნდა გააანალიზონ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან საკუთარ ბიზნესს გააფართოებს, თუმცა, საამისოდ აუცილებელია, კარგი ბაზა და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად, ბევრის სწავლა.
ფინანსები - ფული შესაძლოა, სპონსორების მეშვეობით მოიზიდონ. არ არის გამორიცხული, ბიზნესში მეწილეები იპოვონ.
ზოგიერთ ვერძს ფინანსურად ოჯახის წევრები და ნათესავები დაეხმარებიან.

კურო
ამ ნიშნის მქონენი მეგობრებს შეიძენენ და ცხოვრებას სოციალურს გახდიან. ამიტომ, 2018 წელი მათთვის აქტიური კომუნიკაციისა და მეგობრების შეძენის წელიწადია.
კარიერაში შეუძლიათ მაღალჩინოსნებს და თანამდებობით მაღლა მდგომებს დაეყრდნონ. შესაძლებელია, ძველ ბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლონ ურთიერთობა, ან ახალი საქმე მეგობრებთან ერთად წამოიწყონ.
ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ფულსა და გადასახადებს შეეხება, იურიდიულად გააფორმებენ. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდნენ, თუმცა, ყველაზე მეტად, წლის ბოლომდე ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ტყუპები
მათთვის კარიერული და ფინანსური კუთხით აქტიური წელიწადი მოდის. თუმცა, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას და საკითხები სამომავლოდ გადაიდოს.
წლის პირველი ნახევარი პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპების დიდი ნაწილი ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე მოახერხებს. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოკრან ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია თებერვალ-მარტი.
ფინანსური კუთხით უმართლებთ. ფული სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ელოდნენ. სირთულეებს ნოემბერსა და აგვისტოში უნდა უფრთხილდნენ, რაც საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს... 

განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS