05 დეკემბერი, 2017
ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ მიიღო. წელს ქვეყნის მასშტაბით 7 საუკეთესო ადვოკატი დასახელდა: ტარიელ კაკაბაძე, ზურაბ როსტიაშვილი, პაატა შავაძე, დავით ასათიანი, როინ მიგრიაული, გიორგი თურაზაშვილი და რამინ პაპიძე. ისინი "ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების" ტიტულის მფლობელები გახდნენ.


ტარიელ კაკაბაძეს უამრავი მოგებული საქმე აქვს და ამ საქმეებს კიდევ ერთი, გახმაურებული პროცესის გამამართლებელი განაჩენი შეემატა.

მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის გაზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სასამართლომ
უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 2016 წლის 29 მარტს კი პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახმაურებული მკვლელობა გახსნა და დამნაშავე დააკავა.

დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს და ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე იყო შემოდებული. მართალია, ბრალდებულ ბეჟანიძის დადანაშაულებას დიდხანს ცდილობდა პროკურატურა, მაგრამ მათი მტკიცებულებები დაინგრა და ბრალდებულის უდანაშაულობა დამტკიცდა.

ტარიელ კაკაბაძემ "პალიტრანიუსის"გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობში ბრალდებული გ.ჯ, რომელიც სამდღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფია და მზად არის, გამოძიებას დაეხმაროს სიმართლის დადგენაში და არ აპირებს ხელი დააფაროს დამნაშავეებს.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გაგა
სასწაული ადამიანი! მაგარი ხარ ტარიელ, ყველაზე სამართლიანი ხარ
18:24 / 28-08-2019
გამოხმაურება / 0 /
თამარი
საუკეთესო ადამიანი ხართ ბატონო ტარიელ,ძალიან მიყვარხართ
18:22 / 28-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS