04 დეკემბერი, 2017
მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც მიმალვაში იყო, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა. გ.ჯ. პოლიციის მთავარ განყოფილებაში ამ წუთებში მივიდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოიტანა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი დღეს ჩაბარდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS