04 დეკემბერი, 2017
"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება.

აღნიშნულ მოზარდს "ინტერპრესნიუსი" ესაუბრა. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფის გამო დაიწყო, რომელიც პლასტმასის ტყვიებს ისვრის. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა, რამაც პირველი დაპირისპირება წარმოშვა.

"საპირფარეშოში დაწყებულმა დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებისა და საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ,
თუმცა, შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო", - აღნიშნა შემთხვევის თვითმხილველმა მოზარდმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ დაპირისპირებას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS