"ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ასცდებოდნენ დროში ერთმანეთს უმეტესად კი ერთად მიიჩქაროდნენ სკოლისაკენ.
2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი აღმოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი... ვინ იფიქრებდა დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. თვალს უხაროდა მისი
აი ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა.
არ ვიცი როდის განელდება დღეს მიღებული შოკი და ტკივილი.
მეც დედა ვარ და მწარედ ვიზიარებ მისი დედის - ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. უფალმა გაამაგროს და გააძლიეროს.
მე კი, სამწუხაროდ დილაობით როდესაც ფანჯრიდან გადავიხედავ, ლევანიკოს სკოლისაკენ მიმავალი დიდი ნაბიჯები მხოლოდ მოგონებადღა დამრჩება", - წერს შონია.