02 დეკემბერი, 2017
"ჯიბეში პისტოლეტი მედო, გამწარებულმა ამოვიღე და დავაცალე იმ ბიჭსო" - როგორ ეხმაურებიან ვერაზე მომხდარ მკვლელობას
ვერაზე მომხდარი ქუჩური გარჩევის შედეგად ორი მოზარდი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მოსწავლე ლ.დ - გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე დ.ს - დღეს საავადმყოფოში.
ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოება აღშფოთებულია.

დაჩი გრძელიშვილი: "აკადემიურ უბანში არ გავზდილვარ. ქურდიც მინახავს და მამაძაღლიც. არც ჩხუბი გამაკვირვებს, არც იარაღის ტრიალი და არც დაჭრა. მაგრამ ასე ტურებივით დასეოდნენ ვინმეს და სადისტურად დაეჩეხოთ, არც გამიგია... თან მე-10 კლასელები... ბევრი რამ გვაქვს სასწავლებელი და შესაცვლელი სკოლაშიც, ოჯახშიც და მენტალობაშიც. მაგრამ ამას დრო სჭირდება. მანამდე კი
ემოციების აყოლა არ შეიძლება. უმშვიდესად, ყველა სადისტი ნაბიჭვარი - მშობლებთან ერთად უნდა გამოათრიო და უმკაცრესად დასაჯო, რადგან სანამ განათლება ამუშავდება, მანამდე შიშმა უნდა იმუშაოს. და კიდევ: თვლი, რომ საპატრულოში დარეკვა "ჩამშვებობაა"? - მაშინ არჩევანი უნდა გააკეთო და ან ჩამშვები იყო ან მკვლელი, რადგან ჩხუბში გარეშე პირი არ არსებობს. მაყურებელიც მონაწილეა. პირადად მე მკვლელს, მირჩევნია ჩამშვები ვიყო..."

მაკა რაზმაძე: "გადაცემა "აკრძალულ ზონას" როცა ვაკეთებდი, გადაღებებზე ციხეებში დავდიოდი და იქ შემხვდა ერთი რესპონდენტი.
ადამიანის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს.
-"მეუღლესთან ერთად მივდიოდი, ვიღაც უზრდელურად გამომელაპარაკა ქუჩაში, ავყევით ერთმანეთს. ჯიბეში პისტოლეტი მედო, გამწარებულმა ამოვიღე და დავაცალე იმ ბიჭსო...."
წლები იყო გასული და ნანობდა ძალიან - იმ მომენტში ცხელ გულზე იარაღი რომ არ მქონოდა, ბოლო-ბოლო ვცემდით ერთმანეთს და მერე შეიძლება შევრიგებულიყავით კიდევაც, ისეთიც არაფერი უთქვამს ახლა რომ ვიხსენებო....
იარაღი და დანა რომ არ ქონოდათ შესაძლოა ესენიც შერიგებულიყვნენ მალევე.... არადა ორი გარდაცვლილია, ერთის ცხოვრება სამუდამოდ დანგრეული და დანარჩენი ადამიანები მოუნელებელ სტრესში არიან....
შესაძლოა, ძალიან ბანალურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ
რომ არ ქონოდა იმ მომენტში, ცხელ გულზე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა..... ალბათ"

ინგა გრიგოლია: "ამ წამს მითხრა ერთმა პროფმა, ამ ბავშვების მკვლელს ათ წელზე მეტს ვერ მისცემენ, რადგან არასრულწლოვანიაო და გავგიჟდები ეხლა!!!!!"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS