01 დეკემბერი, 2017
ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის ბიჭი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS